რამდენ წიგნსაც იყიდი, იმდენს გაჩუქებთ – 31 მარტი

26 მარტი, 2026

31 მარტს სულაკაურის გამომცემლობა 1+1 აქციას გთავაზობთ – რამდენ წიგნსაც იყიდით, იმდენს გაჩუქებთ! დღე, რომელსაც მკითხველი ყოველწლიურად ელის, ამჯერად 23 აპრილის ნაცვლად მარტში გაიმართება.

შეიძინეთ წიგნები ჩვენს ვებგვერდზე და მაღაზიებში და მიიღეთ საჩუქრად იმავე ღირებულებისა და რაოდენობის ნებისმიერი წიგნი.

გაითვალისწინეთ:

  • Sulakauri.ge-დან გამოწერისას კალათაში მოათავსეთ ყველა ის წიგნი, რომელთა შეძენა და საჩუქრად მიღება გსურთ, აუცილებლად გამოიყენეთ კუპონის კოდი: MARCH31 და გადახდისას თანხა ავტომატურად განახევრდება.
  • აქციის ფარგლებში თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ 250 ლარის წიგნების შეძენა შეეძლება, ხოლო საჩუქრად ერთი და იმავე დასახელების ორზე მეტი წიგნის არჩევას ვერ შეძლებს.
  • აქცია არ ვრცელდება საგანმანათლებლო წიგნებზე, საკანცელარიო ნივთებზე, გამომცემლობა „მატარებლისა” და „პოლინომიალის” წიგნებზე.
  • გაზრდილი შეკვეთების რაოდენობის გამო საიტიდან გამოწერისას მიწოდების ვადა იქნება 7 სამუშაო დღე

31 მარტს ჩვენი მაღაზიები შეცვლილი გრაფიკით იმუშავებს. ყველა ფილიალი 22:00 საათამდე იქნება ღია, ვებგვერდიდან გამოწერას კი 00:00 საათამდე შეძლებთ. გადაავლეთ თვალი მისამართებს და სამუშაო საათებს:

აქსის თაუერსი – 10:00-22:00
ისთ ფოინთი – 10:00-22:00
გლდანი მოლი – 10:00-22:00
სითი მოლი საბურთალო – 10:00-22:00
გალერია თბილისი – 10:00-22:00
ცინცაძის ქ. №2 – 10:00-22:00
ჭავჭავაძის გამზ. №15 – 10:00-22:00
რუსთავი მოლი – 10:00-22:00
ქუთაისი, ჟიული შარტავას #2 – 10:00-22:00
ბათუმი, გორგილაძის №27 – 10:00 – 22:00
გორი მოლი, ცხინვალის გზატკეცილი №14 – 10:00 – 22:00

წიგნების შესაძენად გადადით ბმულზე.