მკითხველის თარო – მებო ნუცუბიძე
რუბრიკაში – “მკითხველის თარო” სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდებით და მათ მრავალფეროვან ლიტერატურულ გემოვნებას გაეცნობით.
მებო ნუცუბიძე – მუსიკოსი და ტელეწამყვანია.
ჯ.კ. როულინგი – ჰარი პოტერი
შეუძლებელია, ვისაუბრო საყვარელ წიგნებზე, მით უმეტეს, როცა სულაკაურს ეხება საქმე და არ ვახსენო ჰარი პოტერი. 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, როცა შუქიც კი ჯერ ისევ გრაფიკით მოგვეწოდებოდა, 12-13 წლის მოზარდისთვის არაფერი იყო ჰარი პოტერის ჯადოსნურ ამბავზე საინტერესო. სამყარო, რომელსაც სული ჯოან როულინგმა შთაბერა, ის თავშესაფარი იყო, რომელსაც მე და ჩემი და ვეკედლებოდით ხოლმე. ასე გრძელდებოდა 7 წელი და ასე გრძელდება დღესაც.
შესაბამისად, ჩემი საყვარელი წიგნების ნებისმიერი სახის ტოპ ხუთეულში ყოველთვის მოხვდება წიგნი, რომელმაც ჩაბნელებულ ვარანცოვზე მცხოვრები ბიჭი გადაარჩინა და მის ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა.
შეუძლებელია, ვისაუბრო საყვარელ წიგნებზე, მით უმეტეს, როცა სულაკაურს ეხება საქმე და არ ვახსენო ჰარი პოტერი. 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, როცა შუქიც კი ჯერ ისევ გრაფიკით მოგვეწოდებოდა, 12-13 წლის მოზარდისთვის არაფერი იყო
ჰარი პოტერის ჯადოსნურ ამბავზე საინტერესო. სამყარო, რომელსაც სული ჯოან როულინგმა შთაბერა, ის თავშესაფარი იყო, რომელსაც მე და ჩემი და ვეკედლებოდით ხოლმე. ასე გრძელდებოდა 7 წელი და ასე გრძელდება დღესაც.
შესაბამისად, ჩემი საყვარელი წიგნების ნებისმიერი სახის ტოპ ხუთეულში ყოველთვის მოხვდება წიგნი, რომელმაც ჩაბნელებულ ვარანცოვზე მცხოვრები ბიჭი გადაარჩინა და მის ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა.
ისმაელ კადარე – გახლეჩილი აპრილი
კანუნი ტრადიციული ალბანური კანონების კრებულია, ალბანეთის მთიანი რეგიონის მაცხოვრებლები უსიტყვოდ რომ ემორჩილებიან. სისხლის აღების საუკუნოვანი ტრადიციაც კანუნის ნაწილია. ალბანეთის მთებში დაბადებულ მამაკაცებს, ფაქტობრივად, სხვა არჩევანი ან მომავალი არც გააჩნიათ: მათ უნდა მოკლან და მერე – მოკვდნენ. ასე მოითხოვს კანუნი. მთიან ზეგანზე მიმოფენილი სოფლები გაუკაცრიელებულია. კარ-მიდამოს მოვლისთვის არავის სცალია და ყველა ერთამენთს ემტერება: ან თვითონ არის თავდამსხმელის როლში და გაფაციცებით დაეძებს დამალულ მსხვერპლს, ან კიდევ, მსხვერპლია და საგულდაგულოდ ემალება დაგეშილ მონადირეს.
ასეთ გახლეჩილ სამყაროში რა ადგილი რჩება სიყვარულისთვის? ადამიანური ურთიერთობებისთვის?
“გახლეჩილი აპრილის” კითხვისას უფრო ხშირად გაგახსენდებათ ჩვენი სამშობლო, ვიდრე ამას ოდესმე წარმოიდგენდით.
კანუნი ტრადიციული ალბანური კანონების კრებულია, ალბანეთის მთიანი რეგიონის მაცხოვრებლები უსიტყვოდ რომ ემორჩილებიან. სისხლის აღების საუკუნოვანი ტრადიციაც კანუნის ნაწილია. ალბანეთის
მთებში დაბადებულ მამაკაცებს, ფაქტობრივად, სხვა არჩევანი ან მომავალი არც გააჩნიათ: მათ უნდა მოკლან და მერე – მოკვდნენ. ასე მოითხოვს კანუნი. მთიან ზეგანზე მიმოფენილი სოფლები გაუკაცრიელებულია. კარ-მიდამოს მოვლისთვის არავის სცალია და ყველა ერთამენთს ემტერება: ან თვითონ არის თავდამსხმელის როლში და გაფაციცებით დაეძებს დამალულ მსხვერპლს, ან კიდევ, მსხვერპლია და საგულდაგულოდ ემალება დაგეშილ მონადირეს.
ასეთ გახლეჩილ სამყაროში რა ადგილი რჩება სიყვარულისთვის? ადამიანური ურთიერთობებისთვის?
“გახლეჩილი აპრილის” კითხვისას უფრო ხშირად გაგახსენდებათ ჩვენი სამშობლო, ვიდრე ამას ოდესმე წარმოიდგენდით.
ჟოზე სარამაგუ – იესოს სახარება
მე და ჩემი მეგობრები ხშირად აღვნიშნავთ და ვთანმხდებით ხოლმე, რომ იესო ყველაზე კარგი ტიპია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, გწამს თუ არა ღმერთის და ა.შ. – იესო, როგორც პერსონაჟი, ძალიან საინტერესოა.
ღმერთზე, რწმენაზე, იესო ქრისტესა და მისგან შობილ ქრისტიანობაზე საუბრისას ყოველთვის ერიდებიან საკუთარი აზრების თავისუფლად გამოხატვას. თითქოს იესოზე საუბარი მხოლოდ მოწიწებით, კდემამოსილებითა და რიდით არის ნებადართული. არადა, მე თუ მკითხავთ, იესო ყველაზე მეტად ადამიანური ადამიანია მათ შორის, ვისაც დედამიწაზე ფეხი დაუდგამს და ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში რაიმე უქადაგია. იესოს პიროვნების ხელუხლებლობის მანტიით შემოსვით კი სწორედ იმას ვაკეთებთ, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა და რისთვისაც გააკრეს კიდეც ჯვარზე.
მე და ჩემი მეგობრები ხშირად აღვნიშნავთ და ვთანმხდებით ხოლმე, რომ იესო ყველაზე კარგი ტიპია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, გწამს თუ არა ღმერთის და ა.შ. – იესო, როგორც პერსონაჟი, ძალიან საინტერესოა.
სწორედ ამიტომაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ წიგნის წაკითხვა. ჟოზე სარამაგუსთან იესო არ არის ღმერთი, არ არის პედესტალზე შემომდგარი ჭკუის დამრიგებელი.
იესო ადამიანია.
იესო ჩვენი ცხოვრების პერსონაჟია.
ღმერთზე, რწმენაზე, იესო ქრისტესა და მისგან შობილ ქრისტიანობაზე საუბრისას ყოველთვის ერიდებიან საკუთარი აზრების თავისუფლად გამოხატვას. თითქოს იესოზე საუბარი მხოლოდ მოწიწებით, კდემამოსილებითა და რიდით არის ნებადართული. არადა, მე თუ მკითხავთ, იესო ყველაზე მეტად ადამიანური ადამიანია მათ შორის, ვისაც დედამიწაზე ფეხი დაუდგამს და ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში რაიმე უქადაგია. იესოს პიროვნების ხელუხლებლობის მანტიით შემოსვით კი სწორედ იმას ვაკეთებთ, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა და რისთვისაც გააკრეს კიდეც ჯვარზე.
სწორედ ამიტომაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ წიგნის წაკითხვა. ჟოზე სარამაგუსთან იესო არ არის ღმერთი, არ არის პედესტალზე შემომდგარი ჭკუის დამრიგებელი.
იესო ადამიანია.
იესო ჩვენი ცხოვრების პერსონაჟია.
ბიძინა მაყაშვილი – ბლუზი მტკვრის პირას
ბიძინა მაყაშვილისთვის ბლუზი მტკვრის პირას 1998 წელს დამთავრდა, როცა მან როკჟურნალისტად მუშაობა შეწყვიტა. ქართველი მუსიკოსებისთვის კი სევდიანი ეპოქა არც არასდროს დასრულებულა. 2025 წელია და მდგომარეობა დღესაც რთულია: იგივე მორალური დილემები, ტექნიკური და ფინანსური პრობლემები, მოლოდინები და იმედგაცრუებები, აღმასვლები და დაცემები.
ყველაფერი თითქმის იგივეა, ერთი მცირე, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებით: დღეს შუქი აღარ ქრება.
ბიძინა მაყაშვილის 90-იანი წლების მუსიკალური საქართველოს რეტროსპექტივა კიდევ უფრო გვიღრმავებს სტაგნაციის, ერთი ადგილის ტკეპნისა და უიმედობის მუსიკალურ სევდას.
ბიძინა მაყაშვილისთვის ბლუზი მტკვრის პირას 1998 წელს დამთავრდა, როცა მან როკჟურნალისტად მუშაობა შეწყვიტა. ქართველი მუსიკოსებისთვის კი სევდიანი ეპოქა არც
“ბლუზი მტკვირას პირას” ის წიგნია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა მუსიკოსმა და არა მხოლოდ.
არასდროს დასრულებულა. 2025 წელია და მდგომარეობა დღესაც რთულია: იგივე მორალური დილემები, ტექნიკური და ფინანსური პრობლემები, მოლოდინები და იმედგაცრუებები, აღმასვლები და დაცემები.
ყველაფერი თითქმის იგივეა, ერთი მცირე, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებით: დღეს შუქი აღარ ქრება.
ბიძინა მაყაშვილის 90-იანი წლების მუსიკალური საქართველოს რეტროსპექტივა კიდევ უფრო გვიღრმავებს სტაგნაციის, ერთი ადგილის ტკეპნისა და უიმედობის მუსიკალურ სევდას.
“ბლუზი მტკვირას პირას” ის წიგნია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა მუსიკოსმა და არა მხოლოდ.
ჯონათან ფრენზენი – შესწორებები
ლამბერტების ოჯახის ამბავი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ახლო და ნაცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი სულ სხვა ქვეყნის და სხვა კულტურის წარმომადგენელია.
მოხუცებული წყვილის პრობლემები, უსიყვარულობა, ღალატი, ალცჰეიმერის დაავადება და სამუშაოდ და საცხოვრებლად სახლიდან წასული შვილები, რომლებიც მხოლოდ დღესასწაულებზე იცლიან მშობლების მოსანახულებლად და ხანდახან, მაშინაც ვეღარ პოულობენ საკმარის დროს.
ლამბერტების ოჯახის სხვადასხვა წევრთან ერთად, მთელი წიგნის განმავლობაში, ვმოგზაურობთ სხვადასხვა ამბავში, სხვადასხვა საქმესა და ხანდახან – ქვეყნაშიც. და თან გულთან ძალიან ახლოს მოგვაქვს ეს ყველაფერი, რადგან ოჯახურ სირთულეებსა და თაობათა შორის გაჩენილ პრობლემებს არც ეროვნება და არც დისტანცია არ გააჩნიათ. ისინი უნივერსალურია.
ლამბერტების ოჯახის ამბავი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ახლო და ნაცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი სულ სხვა ქვეყნის და სხვა კულტურის წარმომადგენელია.
მოხუცებული წყვილის
პრობლემები, უსიყვარულობა, ღალატი, ალცჰეიმერის დაავადება და სამუშაოდ და საცხოვრებლად სახლიდან წასული შვილები, რომლებიც მხოლოდ დღესასწაულებზე იცლიან მშობლების მოსანახულებლად და ხანდახან, მაშინაც ვეღარ პოულობენ საკმარის დროს.