• 16+

საუკუნო უკუნი

მინდია არაბული ლირიკულ კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა თავის ინსტაგრამ გვერდზე “საუკუნო უკუნი”, ამ კრებულში კი ეს ლექსები ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის რედაქტირებული და გადახატული.

მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით, ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე როგორიცაა შემჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი, ვერახდენილი ნატვრები და სხვა.

“მინდია არაბულის ამ კრებულში ზღაპრის, მითის, სინამდვილის, სევდისა და იუმორის შერწყმა ბადებს სრულიად ახალ ენას და შესაბამისად – სრულიად ახალ სამყაროს, რომელშიც მე პირადად, სულ ორი დღე გავატარე, მაგრამ შანსი რომ მქონდეს – მთლიანად გადავცხოვრდებოდი” (ბექა ყორშია, ჟურნალისტი, მთარგმნელი)

“მაშინ, როცა პოსტმოდერნული პერსპექტივა სამყაროში ჩვენს ადგილს ცინიზმითა და გაუცხოებასთან დამეგობრებით ეძებს, მინდია არაბულის კომიქსები ამ ცივ ხედვას იმედიანი სევდით უპირისპირდება.” (ქეთი ჩართოლანი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე)

“მინდია არაბულის პოეტურ პრაქტიკას ჩვენს ქვეყანაში ანალოგი არ მოეპოვება. “საუკუნო უკუნი” ქართული პოეზიისა და კარიკატურის ტრადიციების ის გადაკვეთაა, რომელსაც ჩვენი ლიტერატურა დიდხანს ელოდა; გულახდილი, ეგზისტენციალურ დარდსა და ფიქრებში გამოხარშული ლექსები და ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა ზუსტი და გამჭოლი ილუსტრაციების ეს სინთეზი სიახლეა არამხოლოდ ადგილობრივი კომიქს-სივრცისთვის, არამედ მთლიანი ქართული ლიტერატურისთვის” (მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი, მთარგმნელი)

მარაგშია

29,90 

30 ქულა

მარაგში

  • 2025
  • 112
  • 14.50 X 18.50
  • 9789941879616
  • რბილი
  • კომიქსი / გრაფიკული რომანი