გერმანია
1 წიგნი

მარკუს მავილ ვიტსელი

მარკუს მავილ ვიტსელი დაიბადა 1976 წელს აღმოსავლეთ ბერლინში. კომიქსების ხატვა სკოლაში დაიწყო და მოგვიანებით გამოაქვეყნა ენთუზიასტთა არაოფიციალურ გამოცემებში, ე.წ. ფანზიმებში. გერმანიის გაერთიანების შემდეგ გრაფიკულ დიზაინს სწავლობდა ბერლინ-ვაისენზეეს ხელოვნების სკოლაში, სადაც გააგრძელა კომიქსებზე მუშაობა.
ვიტსელის სადიპლომო პროექტი „შეგვიძლია, მეგობრებად დავრჩეთ“ ავტორისთვის წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისად იქცა გამომცემლობა Reprodukt Verlag-თან.  მას შემდეგ ვიტსელის წიგნები 15-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. გარდამტეხი აღმოჩნდა წიგნი სათაურით „Kinderland“ (2014), რომელიც წარმოადგენს გრაფიკულ რომანს გერმანიის ყოფილ დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერთიანებამდე დარჩენილ ბოლო დღეებში გატარებული ბავშვობის შესახებ. ავტორი მრავალი ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა „მაქსისა და მორისის პრემია“, ICOM – დამოუკიდებელი კომიქსის პრიზი, ვილჰელმ ბუშის პრემია და რუდოლფ დირქსის ჯილდო.