საქართველო
1 წიგნი

მინდია არაბული

მინდია არაბული არის ქართველი მწერალი, სცენარისტი, ილუსტრატორი და კრეატიული დირექტორი, რომლის შემოქმედებაც ლიტერატურისა და ვიზუალური ხელოვნების სინთეზს წარმოადგენს.
დაიბადა 1994 წელს კახეთში, სოფელ გომბორში. 2012 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განაგრძო. წერით ბავშვობიდან იყო გატაცებული -რაც თავი ახსოვს, ლექსებს წერდა, პერიოდულად აქვეყნებდა და ლიტერატურულ კონკურსებშიც მონაწილეობდა. მის  შემოქმედებით სტილზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ისეთმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან ედვარდ გორი (Edward Gorey), პატრიკ მაკჰეილი (Patrick McHale), მორის მეტერლინკი და გოდერძი ჩოხელი.
პროფესიული საქმიანობის ძირითადი ნაწილი რეკლამისა და კრეატიულ ინდუსტრიას დაუკავშირა, თუმცა მისი ნამდვილი ნიშა სხვადასხვა სახის ინტერნეტ კონტენტის შექმნა აღმოჩნდა. წერისა და ილუსტრირების პარალელურად, იგი ასევე დაინტერესებულია ანიმაციითა და ფოტოგრაფიით.
2021 წელს გამოსცა მოთხრობების სადებიუტო კრებული „ყოველი ამბის დასასრული“, რომელმაც მკითხველის ყურადღება მალევე მიიქცია. მისი პირველი გრაფიკული ნამუშევარი, „საუკუნო უკუნი“, ეფუძნება ამავე სახელწოდების ავტორის გვერდს, სადაც წლების განმავლობაში აქვეყნებდა თავის ინტერნეტ-კომიქსებს, ლექსებსა და ილუსტრაციებს.

ავტორის წიგნები

საუკუნო უკუნი
მარაგშია
მარაგშია

საუკუნო უკუნი

29,90