- 2025
- 48
- 13.00 X 19.60
- 9789941376351
- მაგარი
- III
- 5+
- მალე
ჯადოსნური ქოთანი
“ერთ პატარა ღარიბ გოგონას საჭმელი არასოდეს ჰყოფნიდა, თუმცა, ისეთი კეთილი იყო, რომ არავისთვის ენანებოდა. კეთილი გოგონა მადლიერმა მოხუცმა ქალმა ჯადოსნური ქოთნით დააჯილდოვა. ქოთანი ხარბმა ბიჭმა მოიპარა, მაგრამ რაკი გამოყენების წესი არ იცოდა, ეს ჯადოსნური ნივთი დიდ თავის ტკივილად ექცა.
სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ განკუთვნილია დამწყები მკითხველებისთვის, რომლებმაც ახლა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯები ამ გზაზე. ტექსტები მარტივი, ნაცნობი ლექსიკითაა შედგენილი, წინადადებები მოკლეა, რამდენიმემარცვლიანი სიტყვები ხშირად მეორდება, რაც ჯერაც გამოუცდელ მკითხველს გაუადვილებს უკვე ნაცნობი სიტყვის ამოკითხვას და თავდაჯერებულობას შეჰმატებს მას. ყოველი მომდევნო საფეხური ოდნავ რთულდება, რაც ეხმარება ბავშვს, ნელ-ნელა დაძლიოს ახალი გამოწვევები და ჩამოყალიბდეს გაწაფულ მკითხველად.”
— მაია ლორთქიფანიძე, დაწყებითი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი