- 2026
- 48
- 13.00 X 19.60
- 9789941378614
- მაგარი
- III
- 6+
- სიახლე
ამელიას მეგობრები
ამელიას გული სწყდება, რომ მისი საუკეთესო მეგობარი საცხოვრებლად სხვაგან გადადის, მაგრამ მეგობრობისთვის ხომ სურვილია მთავარი, არც მანძილს აქვს მნიშვნელობა და არც ასაკს. კარგ მეგობრებთან ერთად კი ბევრი კარგი საქმის კეთებაც შეიძლება, მაგალითად, სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვება.
ამ წიგნში ამელიასა და მისი მეგობრების ორ სახალისო თავგადასავალს წაიკითხავ.
სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ განკუთვნილია დამწყები მკითხველებისთვის, რომლებმაც ახლა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯები ამ გზაზე. ტექსტები მარტივი, ნაცნობი ლექსიკითაა შედგენილი, წინადადებები მოკლეა, რამდენიმემარცვლიანი სიტყვები ხშირად მეორდება, რაც ჯერაც გამოუცდელ მკითხველს გაუადვილებს უკვე ნაცნობი სიტყვის ამოკითხვას და თავდაჯერებულობას შეჰმატებს მას. ყოველი მომდევნო საფეხური ოდნავ რთულდება, რაც ეხმარება ბავშვს, ნელ-ნელა დაძლიოს ახალი გამოწვევები და ჩამოყალიბდეს გაწაფულ მკითხველად.
აუდიოვერსიაში წიგნს კითხულობს დავით ველიჯანაშვილი.
10,90 ₾
მარაგში
