თაგო-მაგო სტუმარს ელის

თაგუნია თაგო-მაგომ სახლი უნდა დაალაგოს, ციბრუტივით ტრიალებს, რადგან სტუმრად მაქსის ელის, მაგრამ მაქსი დაწკრიალებულ სახლს ვერც კი ამჩნევს, ფეხებსაც კი არ იწმენდს. თაგო-მაგო ძალიან უკმაყოფილოა…
მაქსის სტუმრობის ამბავს დაწვრილებით ლექსად წაიკითხავ.

სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ განკუთვნილია დამწყები მკითხველებისთვის, რომლებმაც ახლა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯები ამ გზაზე. ტექსტები მარტივი, ნაცნობი ლექსიკითაა შედგენილი, წინადადებები მოკლეა, რამდენიმემარცვლიანი სიტყვები ხშირად მეორდება, რაც ჯერაც გამოუცდელ მკითხველს გაუადვილებს უკვე ნაცნობი სიტყვის ამოკითხვას და თავდაჯერებულობას შეჰმატებს მას. ყოველი მომდევნო საფეხური ოდნავ რთულდება, რაც ეხმარება ბავშვს, ნელ-ნელა დაძლიოს ახალი გამოწვევები და ჩამოყალიბდეს გაწაფულ მკითხველად.

აუდიოვერსიაში წიგნს კითხულობს დავით ველიჯანაშვილი.

მარაგშია

10,90 

11 ქულა

მარაგში

  • 2026
  • 32
  • 13.00 X 19.60
  • 9789941378584
  • მაგარი
  • II