მართა საცხოვრებლად სოფელში გადადის

მართა დიდი ქალაქიდან საცხოვრებლად სოფელში გადადის და ძალიან მოწყენილია – ქალაქის ხმაურს შეჩვეულს, უჭირს სოფლის სიმშვიდესთან შეგუება. ერთ მშვენიერ დღეს მართა მათეს გაიცნობს, რომელსაც ხეზე საკუთარი შტაბი აქვს მოწყობილი. სწორედ მაშინ იწყება მართასა და მათეს დიდი მეგობრობა და დაუვიწყარი თავგადასავლები.

სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ განკუთვნილია დამწყები მკითხველებისთვის, რომლებმაც ახლა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯები ამ გზაზე. ტექსტები მარტივი, ნაცნობი ლექსიკითაა შედგენილი, წინადადებები მოკლეა, რამდენიმემარცვლიანი სიტყვები ხშირად მეორდება, რაც ჯერაც გამოუცდელ მკითხველს გაუადვილებს უკვე ნაცნობი სიტყვის ამოკითხვას და თავდაჯერებულობას შეჰმატებს მას. ყოველი მომდევნო საფეხური ოდნავ რთულდება, რაც ეხმარება ბავშვს, ნელ-ნელა დაძლიოს ახალი გამოწვევები და ჩამოყალიბდეს გაწაფულ მკითხველად.

აუდიოვერსიაში წიგნს კითხულობს დავით ველიჯანაშვილი.

მარაგშია

10,90 

11 ქულა

მარაგში

  • 2026
  • 48
  • 13.00 X 19.60
  • 9789941378621
  • მაგარი
  • IV