ყველაფერი ვაფლზე

თერთმეტი წლის პრიმროუზ სქუარპი კანადაში, პატარა, ქალაქ კოულ ჰარბორში ცხოვრობს. ერთ დღეს მისი მშობლები ზღვაში გაუჩინარდებიან. ყველა ფიქრობს, რომ ისინი აღარ დაბრუნდებიან, ყველა… პრიმროუზის გარდა.
იმ დროს, როცა გარშემომყოფები ელიან, როდის დანებდება, გოგონა ყოველდღიურ ცხოვრებას აგრძელებს – მშვიდად და ცოტათი ჯიუტად.
პრიმროუზის საყვარელი ადგილი რესტორანია, რომელშიც ნებისმიერ კერძს ვაფლზე დებენ. აქ ყოველთვის სითბოთი და გამოსადეგი რჩევებით ხვდებიან.
ეს არის საოცარი ისტორია იმაზე, როგორ შეიძლება იმედი არ დაკარგო მაშინაც კი, როცა მთელ სამყაროში არავის სჯერა შენი.

არ არის მარაგში

  • 2026
  • 150
  • 14.00 X 21.00
  • 9789941379130
  • რბილი