უკრაინული სექსის საველე კვლევები

ოქსანა ზაბუჟკო (დაიბადა 1960 წელს) უკრაინელი პოეტი, რომანისტი და ესეისტია. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

90-იანი წლებიდან ოქსანა კითხულობდა ლექციებს პენსილვანიის, ჰარვარდისა და პიტსბურგის უნივერსი­ტეტებში. ამან მას საშუალება მისცა, უკეთ გაეაზრებინა საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა გამოცდილება და ამ ფონზე საკუთარი, როგორც ქალის, პოეტი ქალის ადგილი ეკვლია, რადგან პირადი ცხოვრება, სექსუალობა, ეროვნული იდენტობა – ყველაფერი საბოლოოდ პოლიტიკურ ჭრილში იყრის თავს.

„უკრაინული სექსის საველე კვლევებში“ სექსი არა მხოლოდ ინტიმური აქტია, არამედ ძალაუფლების, ისტორიული მემკვიდრეობისა და პიროვნული თავისუფლების ძიების საშუალება. ის ერთ-ერთი რევოლუციური წიგნია უკრაინულ ლიტერატურაში. მთავარი გმირი ცდილობს, იკვლიოს საკუთარი, როგორც ქალის ტრავმული გამოცდილებები და ეძიოს მიზეზები. ნელ-ნელა ქალის სხეული ბრძოლისა და ძალადობის ველად იქცევა, რაც მკითხველს უჩენს ქალი-სამშობლოს სახე-სიმბოლოს განცდას, სამშობლოსი, რომელზეც ასევე ცდილობენ ძალადობასა და დომინანტობას.

ოქსანა ზაბუჟკოს რომანი „უკრაინული სექსის საველე კვლევები“ გამოირჩევა ინტენსიური, დაძაბული თხრობით;  ის ერთგვარი ინტელექტუალური ექსპერიმენტია, თვითგამოხატვის მძაფრი, გულწრფელი მცდელობებით.

მარაგშია

12,90 

13 ქულა

მარაგში

  • 2025
  • 185
  • 13.00 X 19.50
  • 9789941377860
  • რბილი