ქართული 4

მოსწავლის წიგნი

ქართული 4 მოსწავლის წიგნი წარმოადგენს დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებულ კურსს.

მასალა წლების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა ავტორთა მიერ.

მუშაობის პროცესში შესაძლებლობა გვქონდა, შეგვემოწმებინა ჩვენ მიერ შედგენილი გაკვეთილები საკლასო გარემოში, განსხვავებული უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეებთან. შესაბამისად, აქტივობები შედგენილია საშუალო მონაცემებზე დაყრდნობით. მასწავლებელს ადვილად შეუძლია მოარგოს ისინი საკუთარ გარემოებებს, მოსწავლეთა შესაძლებლობებსა თუ სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

ქართული 4 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი მრავალფეროვანი თემებითა და აქტივობებით აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნის სწავლების სტანდარტის ყველა მოთხოვნას.

მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია, შევაყვაროთ ბავშვებს მშობლიური ენა, გავუღვივოთ ინტერესი გრამატიკისა და ლიტერატურისადმი, გავხადოთ შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილეები და ინიციატორები.

ამიტომ შევეცადეთ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით და მიგვეწოდებინა მათთვის არა მხოლოდ კლასიკური, არამედ თანამედროვე ტექსტები.

ასევე მნიშვნელოვანი თეორიული მასალა, რომელიც გაუზრდიდა ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს საგნისადმი.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მოსწავლის რვეული

ქართული 4 მოსწავლის რვეული ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში მოცემულია თითოეული თავის შესწავლის შემდეგ შესასრულებელი შემაჯამებელი სავარჯიშოები.

მეორე ნაწილი კი ტესტებს აერთიანებს და განკუთვნილია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის შესამოწმებლად.

რვეულის მეორე ნაწილს „სიტყვის მარაგი“ ვუწოდეთ. მისი დახმარებით შეგვიძლია შევამოწმოთ, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა მშობლიური ენის ლექსიკური ერთეულები და შეუძლიათ თუ არა მათ უცნობი ტექსტის დამოუკიდებლად გააზრება.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მასწავლებლის წიგნი

ქართული 4 მასწავლებლის წიგნი მიმოიხილავს სახელმძღვანელოს კომპონენტებს და მასში მოცემულია:

  • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის პროგრამა;
  • წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები;
  • სტანდარტის შედეგის მიღწევისა და სახელმძღვანელოს შინაარსის ურთიერთკავშირის მატრიცა;
  • პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და მეთოდური მითითებები;
  • გაკვეთილების სცენარები.

მასწავლებლის წიგნში დეტალურადაა აღწერილი 1-ლი თავის ყველა გაკვეთილი და დანარჩენი თავების ყველა მნიშვნელოვანი გაკვეთილი.

ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ

არ არის მარაგში

7,00 10,00 

  • 2018
  • 70-198
  • რბილი
  • 19.50 X 27.50
  • 9789941300127; 9789941300882; 9789941300134; 9789941300141