ქართული ენა და ლიტერატურა 3

ჩვენი მიზანი იყო, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით, მიგვეწოდებინა მათთვის ტექსტები და აქტივობები, რომლებიც გაუზრდის ინტერესს საგნისადმი;  დასამახსოვრებელს გახდის თითოეულ გაკვეთილს; ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ორგანიზებულობის, ანალიზის, ინტერპრეტაციის, შეფასებისა და რეფლექსიის უნარების ფორმირებას.

მუშაობის დაწყებამდე შევქმენით მესამეკლასელი მოსწავლის პორტრეტი: დღეს რა ინტერესები, შესაძლებლობები და სურვილები აქვს; როგორ გარემოში უწევს ცხოვრება და სწავლა. პროცესში გვქონდა შესაძლებლობა, შედგენილი მასალა შეგვემოწმებინა რეალურ საკლასო გარემოში, განსხვავებული უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეებთან.

სახელმძღვანელოს აქვს ნათელი სტრუქტურა: მოსწავლისთვის საინტერესო თემების ფარგლებში კარგადაა გამოყოფილი, კითხვის, მოსმენის, გრამატიკის, მართლწერის, წერის, ლიტერატურის თეორიის, ლექსიკისა და თამაშის ელემენტები. აქ დაგროვილი ცოდნა მოსწავლემ უნდა გამოიყენოს შემაჯამებელი – შემოქმედებითი დავალების შესრულებისას. ყოველი თემის ბოლოს კი მოცემულია თვითშეფასების კითხვარი, რათა ის თავადაც ხედავდეს პროგრესს.

ტექსტების შერჩევისას ასობით საბავშვო ლიტერატურის შედევრი გადაიხედა, როგორც ქართული ორიგინალური, ასევე მსოფლიო საბავშვო მწერლობისა. ადაპტირდა, გადაიწერა კომიქსებად, ითარგმნა, გახმოვანდა სტუდიებში და დაიხატა ქვეყნის წამყვანი ილუსტრატორების მიერ.

ბევრი ვიფიქრეთ, როგორ ჩაგვერთო თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლების პირველივე წლებში. მარტივად დასასკანერებელი QR-კოდების ქვეშ აღმოაჩენთ აუდიო წიგნებს, სპეციალურად გადაღებულ ვიდეოებსა თუ ნაწყვეტებს მულტფილმებიდან და ფილმებიდან.

დაბოლოს: ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, დღევანდელი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი მომავალი თაობის აღზრდა,  რომელიც ორიენტირებული იქნება, იზრუნოს დემოკრატიული საზოგადოების შექმნაზე. სახელმძღვანელოს შინაარსი შესანიშნავ საშუალებას იძლევა, ყურადღება გაამახვილებინოს მოსწავლეს ტოლერანტობაზე, კაცთმოყვარეობაზე, საკუთარი მოვალეობების შეგნებასა და ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაზე.

მარაგშია

15,00 18,00 

15-18 ქულა
  • 9789941375521; 9789941375538
  • რბილი