ხელოვნება 4

ხელოვნება 4 მოსწავლის წიგნი მოიცავს მასალას, რომელიც დაეხმარება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და შემდგომ განვითარებას.

ხელოვნება 4 მოსწავლის წიგნი ხელს უწყობს ხელოვნების მიმართ და ასევე, ხელოვნების მეშვეობით კაცობრიობის მიღწევების სხვა სფეროებისადმი ინტერესის გაღვივებას.

სხვადასხვა უნარის განვითარების ერთობლიობით, ჩვენ უნდა შევეცადოთ მთავარი შედეგის მიღწევას – ინტერესიანი, მოაზროვნე, შემოქმედებითი პიროვნების ჩამოყალიბებას.

მე-4 კლასში ცნობისმოყვარეობა უნდა გადაიზარდოს ცოდნისმოყვარეობაში, შემეცნებისადმი მუდმივ ლტოლვაში, ექსპერიმენტირებისადმი ინტერესში, საზრიანობა – კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარში, თვითგამოხატვის სურვილი კი – შემოქმედებითობაში.

  • მოსწავლეს უნდა ჩამოვუყალიბოთ სამყაროს ერთიანობის შესახებ წარმოდგენა;
  • გავაცნოთ საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობა;
  • ჩამოვუყალიბოთ პატივისცემის გრძნობა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის
  • მიმართ;
  • ჩამოვუყალიბოთ ესთეტური გემოვნება;
  • დავაუფლოთ შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებებს;
  • ჩამოვუყალიბოთ შრომითი უნარ-ჩვევები;
  • ხელი შევუწყოთ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ფორმირებას.

ამისთვის, მოსწავლეებს უნდა გავუღვივოთ და განვუვითაროთ:

  • წარმოსახვის, ფანტაზიის უნარი;
  • მშვენიერების აღქმის უნარი;
  • ხელოვნების ნაწარმოების/გარემოს ემოციური განცდის უნარი;
  • ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარული;
  • საკუთარი დამოკიდებულების, ემოციის გამოხატვის უნარი;
  • დაკვირვების, აღქმის, ანალიზის, ინტერპრეტაციის უნარი;
  • არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • საკუთარი აზრების, შთაბეჭდილებებისა და გრძნობები სახვითი საშუალებებით გადმოცემის უნარი;
  •  შემოქმედების სურვილი და უნარი;
  • სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების უნარი.
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.
  • სამუშაოს თანმიმდევრობის დაგეგმვისა და ჩანაფიქრიდან სასრულ ეტაპამდე მიყვანის უნარი.

სწორედ ამ უნარების განვითარებას ისახავს მიზნად წინამდებარე სახელმძღვანელო.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მარაგშია

12,00 

12 ქულა
  • 2018
  • 112-160
  • რბილი
  • 19.50 X 27.50
  • 9789941300554; 9789941300561