- 2018
- 104-173
- რბილი
- 19.50 X 27.50
ხელოვნება 3
ხელოვნება 3 მოსწავლის წიგნი მოიცავს მასალას, რომელიც დაეხმარება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და შემდგომ განვითარებას.
ხელოვნება 3 მოსწავლის წიგნი ხელს უწყობს ხელოვნების მიმართ და ასევე, ხელოვნების მეშვეობით კაცობრიობის მიღწევების სხვა სფეროებისადმი ინტერესის გაღვივებას.
სხვადასხვა უნარის განვითარების ერთობლიობით, ჩვენ უნდა შევეცადოთ მთავარი შედეგის მიღწევას – ინტერესიანი, მოაზროვნე, შემოქმედებითი პიროვნების ჩამოყალიბებას.
მე-3 კლასში ცნობისმოყვარეობა უნდა გადაიზარდოს ცოდნისმოყვარეობაში, შემეცნებისადმი მუდმივ ლტოლვაში, ექსპერიმენტირებისადმი ინტერესში, საზრიანობა – კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარში, თვითგამოხატვის სურვილი კი – შემოქმედებითობაში.
- მოსწავლეს უნდა ჩამოვუყალიბოთ სამყაროს ერთიანობის შესახებ წარმოდგენა;
- გავაცნოთ საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობა;
- ჩამოვუყალიბოთ პატივისცემის გრძნობა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის
- მიმართ;
- ჩამოვუყალიბოთ ესთეტური გემოვნება;
- დავაუფლოთ შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებებს;
- ჩამოვუყალიბოთ შრომითი უნარ-ჩვევები;
- ხელი შევუწყოთ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ფორმირებას.
ამისთვის, მოსწავლეებს უნდა გავუღვივოთ და განვუვითაროთ:
- წარმოსახვის, ფანტაზიის უნარი;
- მშვენიერების აღქმის უნარი;
- ხელოვნების ნაწარმოების/გარემოს ემოციური განცდის უნარი;
- ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარული;
- საკუთარი დამოკიდებულების, ემოციის გამოხატვის უნარი;
- დაკვირვების, აღქმის, ანალიზის, ინტერპრეტაციის უნარი;
- არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
- საკუთარი აზრების, შთაბეჭდილებებისა და გრძნობები სახვითი საშუალებებით გადმოცემის უნარი;
- შემოქმედების სურვილი და უნარი;
- სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების უნარი.
- თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.
- სამუშაოს თანმიმდევრობის დაგეგმვისა და ჩანაფიქრიდან სასრულ ეტაპამდე მიყვანის უნარი.
სწორედ ამ უნარების განვითარებას ისახავს მიზნად წინამდებარე სახელმძღვანელო.
ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ