გამომცემლობა მატარებელი
მატარებელი კომიქს არის მწერალ და მთარგმნელ მიხეილ ციხელაშვილის მიერ დაფუძნებული გამომცემლობა, რომელიც ორიენტირებულია გრაფიკული ლიტერატურის გამოცემაზე: კომიქსებზე, გრაფიკულ რომანებზე, ესეებზე, რეპორტაჟებზე, ბიოგრაფიებსა და სხვა. გამომცემლობის მიზანია გააფართოვოს ლიტერატურული თვალსაწიერი ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიაში. გამომცემლობის გუნდს წარმოადგენს ჰოლისტიკური დიზაინ სააგენტო HOLY MOTORS, რომელიც გეგმავს და ასრულებს თითოეული წიგნის სარეკლამო და საკომუნიკაციო სტრატეგიას. სააგენტოს წარმოადგენენ არამხოლოდ სარეკლამო და დიზაინ სფეროს სპეციალისტები, არამედ საგამომცემლო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალებიც.
- სიახლე