- 2024
- 483
- 15.00 X 22.00
- 9789941376252
- რბილი
საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს დასასრული
წიგნში საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს დასასრული ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ეს შეთავსება სიუჟეტურ ხაზს ავითარებს.
ავტორი მშვიდად პასუხობს გზადაგზა გაჩენილ შეკითხვებს. თუმცა ფინალი უამრავ კითხვას ტოვებს. რომანის დასასრული სუნთქვას გიკრავს. ხელში მხოლოდ ორიოდე მკაფიო პასუხი გრჩება.
ისე, წიგნის დახასიათება ორი სიტყვითაც შეიძლება – არარეალურის რეალურობა! იქნებ სწორედ ეს ხიბლავს ჰარუკი მურაკამის მკითხველს!..
მურაკამი ჯაზის ბარის მფლობელი იყო ტოკიოს ცენტრში. აპრილის ერთ დღეს რომანის დაწერის მუზა ეწვია. ამან მისი ცხოვრება შეცვალა.
პირველმა რომანმა დებიუტანტი მწერლების კონკურსში გაიმარჯვა. „ნორვეგიულმა ტყემ“ ავტორს არნახული პოპულარობა მოუტანა. მისი ყველა წიგნი ბესტსელერი გახდა და 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
ჰარუკი მურაკამი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია.