- 2023
- 126
- 13 X 19.5
- 9789941371967
- რბილი
- მცირე რომანი
სულიერი ძმა
რომანი „სულიერი ძმა“ მოგვითხრობს ორი მეგობრის, ორი სენეგალელი მეომრის, ალფა ნდიაისა და მადემბა დიოპის გასაოცარ თავგადასავალზე. ისინი პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის დროშის ქვეშ იბრძოდნენ.
დავიდ დიოპი დედით ფრანგი და მამით სენეგალელი მწერალი და ფრანგულენოვანი აფრიკული ლიტერატურის სპეციალისტია. იგი 1966 წელს დაიბადა პარიზში.
ხუთი წლისა საცხოვრებლად დაკარში გადაიყვანეს და ბავშვობის უდიდესი ნაწილი სენეგალში გაატარა. 18 წლისა საფრანგეთში დაბრუნდა სასწავლებლად და სორბონის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა XVIII საუკუნის ფრანგული ლიტერატურის საკითხებზე. 1998 წლიდან დღემდე დავიდ დიოპი ცხოვრობს ქალაქ პოში და ამ ქალაქის უნივერსიტეტის პროფესორია. წერა მან 1989 წლიდან დაიწყო.
წინამდებარე რომანი 2018 წელს გამოქვეყნდა. 2021 წელს მან ბუკერის საერთაშორისო პრემია მიიღო და არაერთ ენაზე ითარგმნა. მწერლისთვის შთაგონების წყარო გახდა მისი ფრანგი დიდი პაპა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.
10,90 ₾
მარაგში