Image Alt

წიგნები

დამწვარი რუკა

16,90 

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

1967 წელს გამოქვეყნებული რომანი „დამწვარი რუკა“ იაპონელი მწერლის, კობო აბეს, დანარჩენ ორ რომანთან – „ქალი ქვიშაში“ და „სხვისი სახე“ – ერთად ითვლება „გაუჩინარების“ ტრილოგიის ნაწილად. კობო აბეს აღნიშნულ ნაწარმოებს ხშირად მიაკუთვნებენ დეტექტიური ფანტასტიკის ჟანრს.

კობო აბე ამბობდა, რომ რომანის „ქალი ქვიშაში“ მთავარი გმირია „ადამიანი, რომელიც გარბის“, ხოლო „დამწვარ რუკაში“ პირიქით, მთავარი პერსონაჟი, კერძო საგამოძიებო სააგენტოს დეტექტივი, არის „ადამიანი, რომელიც კვალში უდგას“. მწერლის სიტყვებით, „ქალაქის ლაბირინთში… (რომელიც უდაბნოა, და ამ უდაბნოში მხოლოდ სხვები არსებობენ) დეტექტივი თანდათან კარგავს საკუთარ თავს. ესაა ქალაქის საუკუნე, როდესაც უკვე შეუძლებელია რაიმეს გაექცე; ისღა დაგრჩენია, საკუთარი რუკა დაწვა და სხვა უდაბნოში ამოყო თავი…“

უეცრად გამქრალი ბიზნესმენის ძებნაში დეტექტივი უცნაური მოვლენების მოწმე ხდება; ბოლოს თავადაც კარგავს მეხსიერებას და უჩინარდება. გამოძიებისთვის საჭირო მინიშნებების ძიებაში ქუჩების ლაბირინთებში დეტექტივის ხეტიალის პარალელურად მწერალი თანამედროვე ქალაქის მცხოვრებთა ადამიანურ ურთიერთობებსაც აღწერს.

მარაგში

არტიკული: 9789941374067 კატეგორია: ჭდე:
ISBN 9789941374067
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2024

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

309

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.