ანტიქრისტა

ამელი ნოტომი 1967 წელს იაპონიაში დაიბადა. მამის დიპლომატობის გამო, მას ჩინეთში, აშშ-ში, ლაოსში, ბირმასა და ბანგლადეშში მოუწია ცხოვრება, რამაც დიდი გავლენა იქონია ნოტომის შემოქმედებაზე.

„ანტიქრისტა“ თექვსმეტი წლის მოზარდების ურთიერთობის სირთულეებს ეხება. პირველივე სტრიქონიდან ვეცნობით მორცხვსა და მარტოსულ ბლანშს, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ბედნიერება საკუთარ ოთახში წიგნების კითხვაა – გოგონამ ეს თავშესაფარი იპოვა, მშობლებისა თუ თანატოლების შემფასებლურ მზერას რომ გაჰქცეოდა. რას მოუტანს ბლანშს კურსზე ყველაზე მომხიბლავ, ლამაზ, სიცოცხლითა და ხალისით აღსავსე ქრისტასთან დამეგობრება? მეგობრისთვის დასახმარებლად გაწვდილი ხელი ბლანშისთვის ხაფანგი აღმოჩნდება და მას არჩევანის წინაშე აყენებს: დაემორჩილოს ან თავი დაიცვას ანტიქრისტად ქცეული ქრისტასგან.

არ არის მარაგში

9,90 

არ არის მარაგში

  • 2020
  • 120
  • 13.00 X 19.50
  • 9789941305542
  • რბილი
  • თანამედროვე ლიტერატურა, მცირე რომანი