- 2022
- 170
- 13.00 X 19.50
- 9789941309885
- რბილი
- რომანი
ზიდჰარტა
„ზიდჰარტა“ლეგენდაა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, ჩასწვდეს სიცოცხლის არსს და მიაღწიოს სრულყოფილებას. ზიდჰარტა, ბრაჰმანის პატივსაცემი ვაჟი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძველ ინდოეთში. სოფელში ყველა მოელის, რომ მამის მსგავსად წარმატებული ბრაჰმანი იქნება. მაგრამ მას უფრო მეტის შეცნობის სურვილი აქვს. ზიდჰარტას აზრით, ცოდნის გადმოცემა შეუძლებელია სწავლებით, მაგრამ მიღება შესაძლებელია პირადი გამოცდილებით. ამიტომ გადაწყვეტს, დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგეს. მეგობარ გოვინდასთან ერთად მიდის სახლიდან და იწყებს თავგადასავლებითა და ძიებით სავსე ცხოვრებას.
სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული და მწუხარება, სიკეთე და ბოროტება მარადიული ერთიანობის ნაწილია და ეს ყველაფერი აუცილებელია ცხოვრების მნიშვნელობის გასაგებად, ასე ჭვრეტს ცხოვრების ერთიანობას ზიდჰარტა. საბოლოოდ ის მიაღწევს სრულყოფილებას, ნირვანას, რომლის მოპოვებაც ახალგაზრდობაში სურდა.
გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს, ჰერმან ჰესეს(1877-1962 წწ.), ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს.
„ზიდჰარტა“ ჰერმან ჰესეს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც 1919-1922 წლებში დაწერა. რომანში აღმოსავლური სულიერი სამყაროს სიყვარული და სიღრმისეული ცოდნა ჩანს. ავტორის მიზანია, მოძებნოს და მიაკვლიოს იმას, რაც ყველა რელიგიას ერთმანეთთან აერთიანებს.
10,30 ₾12,90 ₾
მარაგში