უსაფრთხო მანძილი

“უსაფრთხო მანძილი” უხილავი ძაფია, რომელიც არ გაიზომება არც მეტრებში.და არც სხვა საზომ ერთეულში. ძაფი მთელი რომანის განმავლობაში გაჭიმულია.დედასა და შვილს შორის, დისტანციას არ აქვს.მნიშვნელობა, ზოგჯერ ორი სანტიმეტრია, ზოგჯერ გაურკვეველი სიგრძის. ძაფი გაწყდება და ამის მოლოდინი.მთელი ტექსტის განმავლობაში არ ტოვებს მკითხველს, მაგრამ არავინ იცის, მოასწრებს თუ არა კარლა.ამბის თხრობის დასრულებას.

სამანტა შვებლინი არგენტინის ერთ დიდ სატკივარზე წერს. აქ, სოფლებში სავარგულების.პესტიციდებით დამუშავებამ წყალი მოწამლა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის.დღემდე პრობლემას წარმოადგენს. ბავშვების დეფორმირებული სხეულები და გარკვეული ნიშნით მათი.მიუღებლობა მწერლისთვის მიზეზია იმ ზღვარზე გასავლელად, სადაც მაგიური რეალიზმი რეალურსა.და ირეალურ სამყაროს კვეთს.
“ჰოკრუქსი” – ეს სიტყვა პოტეროჰედებისთვის ნაცნობია, როცა სულის ნაწილები შეიძლება.სხვადასხვა ნივთებსა თუ სხეულებში გადანაწილდეს, რომანის ყველაზე მისტიკური.მოქმედი გმირის, დავიდის გადასარჩენად სოფლის “ექიმბაში”სწორედ.მისი სულის დანაწილებას გადაწყვეტს.

“უსაფრთხო მანძილი” მოცულობით მცირე რომანია, კინემატოგრაფიული.თხრობის სტილითა და ოსტატური წერის მანერით მწერალი წარმოსახვითი სამყაროს.გაპიროვნულებას ახერხებს, რაც მკითხველისთვის რეალობის.ილუზიას ქმნის. თან რომანის აღწერაში ვკითხულობთ, რომ იდეა ნამდვილ ამბებს.უკავშირდება. “უსაფრთხო მანძილი” ფსიქროთერაპევტთან გავლილ კურსსაც მოგაგონებთ, სადაც თუ დაუკვირდებით.რაზე აკეთებს აქცენტს “ფსიქოლოგი,” მიაგნებთ იმ მთავარ სათქმელს, რაზეც სამანტა.შვებლინი მიუთითებს. ეს არის სამხრეთამერიკული ლიტერატურისთვის.ახალი ხმა არგენტინული ტრაგედიით.”

მარიამო ჯანელიძე

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

არ არის მარაგში

9,90 

არ არის მარაგში

  • 2020
  • 120
  • 13.00 X 19.50
  • 9789941305924
  • რბილი
  • ბიოგრაფიული, მცირე რომანი