- 2025
- 48
- 13.00 X 19.60
- 9789941376375
- მაგარი
- III
- 5+
- მალე
თალგამი
“ერთი გლეხის ბოსტანში უშველებელი თალგამი გაიზარდა. გლეხს მისი ამოღება ძალიან გაუჭირდა და დასახმარებლად ოჯახის წევრებს უხმო. ამ საერთო საქმეში თავისი წვლილი გლეხის კარ-მიდამოს ყველა ბინადარმა შეიტანა, შესაბამისად, თალგამის გემრიელი წვნიანი ყველამ თანაბრად დაიმსახურა.
სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ განკუთვნილია დამწყები მკითხველებისთვის, რომლებმაც ახლა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯები ამ გზაზე. ტექსტები მარტივი, ნაცნობი ლექსიკითაა შედგენილი, წინადადებები მოკლეა, რამდენიმემარცვლიანი სიტყვები ხშირად მეორდება, რაც ჯერაც გამოუცდელ მკითხველს გაუადვილებს უკვე ნაცნობი სიტყვის ამოკითხვას და თავდაჯერებულობას შეჰმატებს მას. ყოველი მომდევნო საფეხური ოდნავ რთულდება, რაც ეხმარება ბავშვს, ნელ-ნელა დაძლიოს ახალი გამოწვევები და ჩამოყალიბდეს გაწაფულ მკითხველად.”
— მაია ლორთქიფანიძე, დაწყებითი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი