შიდა სამზარეულო

25 წლის წინ „შიდა სამზარეულოს“ გამოცემას დიდი ხმაური მოჰყვა. მაშინ ენტონი ბურდეინს დიდად არავინ იცნობდა, „ნიუ იორკერმა“ წიგნს მიუძღვნა სტატია სათაურით „არ ჭამოთ, სანამ ამას არ წაიკითხავთ“. ბურდეინს არც კი უცდია მკითხველის მადის დანდობა და ყველაფერი გამოამზეურა, რაც კი სამზარეულოს კარს მიღმა ხდება. დღეს უკვე საკულტო ნაწარმოები მაშინ ბესტსელერად იქცა და დღემდე ინარჩუნებს წარმოუდგენელ პოპულარობას. ენტონი ბურდეინი გულისხმიერი მწერალია. მისი ტექსტები ისეთივეა, როგორიც თვითონ იყო – გონებამახვილური, დაუღალავი და ბასრი. შესაძლოა, კულინარია ვიღაცისთვის მხოლოდ პრიმიტიულ პროცესთან ასოცირდებოდეს, მაგრამ „შიდა სამზარეულო“ ის კერძია, რომელიც თავის გემოს არასდროს დაგავიწყებს.

„რა, საფრანგეთის, მექსიკისა და შორეული აღმოსავლეთის სოფლებში იმ ჰერმეტულად დახურული მანქანით ვიაროთ, რომის პაპი რომ დაჰყავთ? მარტო „მაკდონალდსში“ და „ჰარდროკკაფეში“ ვჭამოთ? თუ ჯობია, უშიშრად ვჭამოთ გაურკვეველი წარმომავლობის ადგილობრივი კერძები, რომელიც, ვინ იცის, რა ხორცისგანაა დამზადებული? არ უნდა გავსინჯოთ ჩვენთვის საგანგებოდ მორთმეული, გრილზე მსუბუქად შემწვარი თევზის თავი? მე ვიცი, რაც მინდა.“

მარაგშია

30,90 

31 ქულა

მარაგში

  • 2025
  • 424
  • 13x19.5
  • 9789941994944
  • რბილი