- 2019
- 104-239
- 19.50 X 27.50
- 9789941304125; 9789941304132; 9789941304149
- რბილი
ქართული ენა და ლიტერატურა 7
ქართული ლიტერატურა
ქართული ლიტერატურა 7 მოსწავლის წიგნი სტანდარტის შესაბამისად, სამი ნაწილისაგან, სამი თემატური ბლოკისაგან შედგება:
- ადამიანი და სამყარო მის ირგვლივ
- ძველად და ახლა
- მარადიული ძიებები
ყოველ თავში მასალა (ტექსტები, თეორიული საკითხები) ამ თემატურ ერთეულთან შესაბამისადაა შერჩეული და დალაგებული.
ტექსტები ისეა შეკრებილი, რომ სრულად შეესაბამება თავებში მოცემულ თეორიულ საკითხებს.
ტექსტები ჟანრობრივად მრავალფეროვანია, რაც ხელს უწყობს მოსწავლეს, ამა თუ იმ თემის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ტექსტს გაეცნოს და მისთვის რუტინად არ იქცეს სასწავლო პროცესი.
დიდტანიანი წიგნებიდან ფრაგმენტები ისეა შერჩეული, რომ მოზარდები დააინტერესოს და მათში ამ ნაწარმოებების წაკითხვის სურვილი აღძრას. კითხვების, სავარჯიშოებისა და დავალებების ბლოკი დაგეხმარებათ მოსწავლეები გაიყვანოთ ესგ-ით განსაზღვრული შედეგებზე და მიაღწიოთ სტანდარტით განსაზღვრულ თითოეულ მიზანს.
სულ ქართული ლიტერატურა 7 მოსწავლის წიგნი შეიცავს 40 ქართველი და უცხოელი ავტორის 50 სხვადასხვა ტექსტს.
სანამ დაიწყება, ყოველ ნაწილს ახლავს მცირე სარჩევი, სადაც, მასში შემავალი თავების სათაურებთან ერთად, მოთავსებულია იმ ავტორების ფოტოები, რომელთა ტექსტებიც შეტანილია შესაბამის თავში. თითოეულ ფოტოს მითითებული აქვს შესაბამისი გვერდი.
ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ
ქართული ენა
ქართული ენა 7 მოსწავლის წიგნი მისდევს კონსტრუქტივისტულ მიდგომას, ითვალისწინებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას და მისი გააქტიურების შედეგად გადადის ახალ მასალაზე.
გარდა მიმდინარე პრაქტიკული სავარჯიშოების ვრცელი ბლოკისა, თითოეულ თავს ახლავს ჯგუფური დავალება და შემაჯამებელი ტესტი.
თითოეული პარაგრაფი 3 ნაწილისაგან შედგება:
I ნაწილი
ამოწმებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას და ამავე დროს, მოსწავლეებს უქმნის განწყობას კონკრეტულ მასალაზე სამუშაოდ.
სასურველია, დავალება მოსწავლეებმა ჯგუფურად ან წყვილებში შეასრულონ. ასევე კარგი იქნება, თუ წიგნში მოცემულ მასალას მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილზე გადასცემს ბარათების სახით, რომლებზეც მოსწავლეები იმუშავებენ.
ამ დავალების მიზანი და მასწავლებლის მოლოდინი არ არის, ყველა ჯგუფმა სწორად შეასრულოს დავალება. მაგალითად, მოსწავლეებს ევალებათ გარკვეული მასალის დაჯგუფება, ამა თუ იმ სიტყვის გარკვეულ ფორმაში ჩასმა, სწორი და არასწორი ვარიანტების შერჩევა და ა. შ.
მოსალოდნელია, რომ მოსწავლეები სხვადასხვაგვარად შეასრულებენ დავალებებს, არ ეცოდინებათ სწორი ფორმა, ან ზუსტად ვერ ახსნიან, რატომ მიიჩნიეს ესა თუ ის ფორმა სწორად.
მაგრამ ამჯერად მასწავლებლის მიზანია, ყველამ გამოთქვას თავისი ვარაუდი, თუნდაც მცდარი, და ინტერესით შეუდგეს სწორი პასუხის გარკვევას.
კარგი იქნება, თუ მასწავლებელი სწორ ვარიანტს არ გააჟღერებს პირველ დავალებაზე მუშაობის დასრულებისთანავე და მოსწავლეებს მოუწოდებს, განაგრძონ მუშაობა და გაკვეთილის ბოლოსთვის დაასახელონ სწორი პასუხი.
პასუხთან ერთად კი მნიშვნელოვანია ახსნა, გაცნობიერება, თუ რატომ მიიჩნევა ეს თუ ის გადაწყვეტილება სწორად.
II ნაწილი
მოიცავს თეორიულ მასალას და ყველა პარაგრაფში დავალების პირობა ასეთია: წაიკითხე ქვემოთ მოცემული ტექსტი და შეასრულე დავალებები.
აქ თეორიულ მასალას ახლავს დახურული კითხვები, რომლებიდანაც მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ სწორი ვარიანტი.
კითხვები იმგვარადაა დასმული, რომ მოსწავლეს კიდევ ერთხელ აბრუნებს პარაგრაფის საკვანძო საკითხებთან. სავარაუდო პასუხები შინაარსობრივად, ძირითადად, ახლოს არის ერთმანეთთან და მოსწავლისგან მოითხოვს დაკვირვებასა და ტექსტის დეტალურად გააზრების უნარს.
კარგი იქნება, თუ მასწავლებელი თითოეული დახურული შეკითხვის შემთხვევაში მოსწავლისგან მოითხოვს პასუხის ასხნასა და დასაბუთებას მაგალითების მეშვეობით.
III ნაწილი
მოიცავს სავარჯიშოებსა და დავალებებს პარაგრაფში მოცემული კონკრეტული მასალის ირგვლივ. ამ ნაწილის სათაურია: შეასრულეთ დავალებები.
მოცემული სავარჯიშოებისა და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით მოსწავლეებმა უკეთ უნდა გაიაზრონ თეორიული საკითხი.
მართალია, სახელმძღვანელოში თეორიული მასალა წინ უძღვის პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია კლასს მუშაობა დააწყებინოს რომელიმე პრაქტიკული სავარჯიშოთი.
სთხოვოს მოსწავლეებს, დავალების შესრულების შემდეგ თვითონ ჩამოაყალიბონ კონკრეტული წესი და მხოლოდ ამის შემდეგ მეორე ნაწილში მოცემულ მასალაში გადაამოწმებინოს თავისი ვარაუდი.
პარაგრაფში მოცემული დავალებები შესაძლებელია მოსწავლეებმა შეასრულონ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად ან წყვილებში.
ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ
მასწავლებლის წიგნი
ქართული ენა და ლიტერატურა 7 მასწავლებლის წიგნი სასწავლო პროცესში მასწავლებელს მოსწავლის წიგნების გამოყენებას გაუადვილებს.
შესაბამისად, აქ არა მხოლოდ სახელმძღვანელოს სტრუქტურასა თუ აგების პრინციპებზეა საუბარი, არამედ მოცემულია სხვადასხვა მასალა, რომელთა დახმარებითაც, ვფიქრობთ, მასწავლებელს საქმიანობა გაუადვილდება.
წიგნის დასაწყისში მოცემულია ინფორმაცია მოსწავლის წიგნების (როგორც ლიტერატურის, ასევე ენის სახელმძღვანელოს) სტრუქტურის, შედგენილობისა და რუბრიკების შესახებ, რაც გაგიადვილებთ სახელმძღვანელოს გამოყენებას.
მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილია რამდენიმე სანიმუშო (ტიპური და არატიპური) გაკვეთილის სცენარი და ასევე რამდენიმე განსხვავებული ტიპის აქტივობის განხორციელების ინსტრუქცია. ასევე მოცემულია ზოგიერთი ენობრივი სავარჯიშოს პასუხები.
სხვა მასალასთან ერთად, თავმოყრილია მრავალფეროვანი შეფასების რუბრიკები, რაც გაგიადვილებთ მოსწავლეთა შეფასების პროცესს.
ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ
7,00 ₾ – 20,00 ₾