- 2023
- 126-253
- რბილი
- 19.50 X 27.50
- 9789941304385; 9789941373251; 9789941373268; 9789941304392
ქართული ენა და ლიტერატურა 11
სახელმძღვანელო ისეა აგებული, რომ მოსწავლე ინტერესით ერთვება მე-19 საუკუნის მშობლიური და მსოფლიო ლიტერატურის შესწავლის, კვლევის პროცესში.
შეკრული, გამართული სტრუქტურა მასწავლებელსაც დ მოსწავლესაც გაუიოლებს ნავიგაციას ქრონოლოგიურ-თემატურად დალაგებულ თავებში. Მათ აქ დახვდებათ მრავალფეროვანი რუბრიკები, ეროვნული გამოცდების ფორმატის მსგავსი სავარჯიშოები, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებელი დავალებები, კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი აქტივობები.
რუბრიკაში „გაიფართოვე თვალსაწიერი“ თავმოყრილია ისეთი მასალები, რომლებიც გაუღრმავებს ცოდნას თემასთან, სამსჯელო საკითხთან დაკავშირებით.
რუბრიკა „ლიტერატურის თეორია“ ეხმარება მოსწავლეს ტექსტის კონკრეტული მონაკვეთსა და სამიზნე ცნებების სიღრმისეულ გააზრებაში, ლიტმცოდნეობითი საკითხების დამუშავება თუ მხატვრულ საშუალებებზე დაკვირვება ხელს შეუწყობს მოსწავლეს კარგ მკითხველად ჩამოყალიბდეს.
ყველა რუბრიკას ახლავს კითხვები შესწავლილი მასალის გასააქტიურებლად.
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია „ენის სამყაროს“ სამი თავი. სამივე ეხება სტილის საკითხებს და თითოეულს ახლავს ტექსტის რედაქტირება.
სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოსწავლის შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ის მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას პრაქტიკულად იყენებს, ინტერესითა და ხალისით ქმნის ახალს, ღირებულს.
ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ
10,00 ₾ – 12,00 ₾