- 2025
- 149
- 13.00 X 19.50
- 9789941376665
- რბილი
- რომანი
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები
„ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ პირველად 1995 წელს გამოიცა. ამ დროისთვის რევოლუციურ რომანში
აკა მორჩილაძე ჩამთრევი თხრობითა და მსუბუქი ირონიით აგვიწერს 90-იანი წლების თბილისის კრიმინალურ გარემოს და საზოგადოებრივ ყოფას. მთავარი პერსონაჟი, ზაზა, ამ ყოველდღიურობას ოცნებებით გაურბის და ნიცაში მოგზაურობას ნატრობს. ახალგაზრდების მომავალი და ოცნებები თბილისის კრიმინალურ ქაოსში იკარგება და ვითარების გარდაუვალობას ვერც ზაზა გაექცევა. რომანში ცხადად და ხატოვნად არის გადმოცემული რამდენიმე პერსონაჟის თვალთახედვა, რაც მას მულტიპერსპექტიული თხრობის არაჩვეულებრივ ნიმუშად აქცევს.
ახლად დამოუკიდებელი ქვეყნისთვის ყველაზე რთული დროების არსს გენიალურად გადმოსცემს მთავარი პერსონაჟის ერთი ფრაზა: „ვინც წელს გადავრჩებით,
გაისად სურათი გადავიღოთ და „საქართველო“ დავაწეროთ“.