- 2023
- 340
- 13.00 X 19.50
- 9789941373008
- რბილი
- რომანი
ნარცისი და გოლდმუნდი
- მთარგმნელი: მარიამ ქსოვრელი
- სერია: ლიტოდისეა
გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს, ჰერმან ჰესეს (1877-1962), ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს.
„ნარცისი და გოლდმუნდი“ მწერლის შედარებით გვიანი პერიოდის ნაწარმოებია. ის 1930 წელს გამოიცა. რომანში გადმოცემულია ორი ახალგაზრდა კაცის, ორი სულიერი მეგობრის, ისტორია.
გოლდმუნდი, ნაწარმოების მთავარი გმირი, ხელოვანი, მგზნებარე, მაძიებელი და მოხეტიალე ბუნების ადამიანია, რომელმაც წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების გზა უნდა გაიაროს;
ნარცისი კი ასკეტი ბერია, რომელიც ასაზრდოებს გოლდმუნდის ხელოვნებას და მას სულიერ სამყაროსთან აკავშირებს.
რომანში მეგობრები განიხილავენ განსხვავებულ მოგზაურობას ცხოვრებაში, თუ როგორ გააცნობიერეს ჭეშმარიტება არსებობის შესახებ.
„ყოფიერება ორად იყო გაყოფილი, წინააღმდეგობებით არსებობდა იგი… ერთის დაკარგვით მუდამ მეორე მიიღწეოდა და მუდამ იყვნენ ერთმანეთისთვის საჭირონი…“
ეს არის ყოვლისმომცველი ისტორია სიცოცხლის მნიშვნელობასა და ადამიანობაზე. ჰერმან ჰესეს ნაწარმოებების უმეტესობის მსგავსად, ამ წიგნის მთავარი თემა საკუთარი თავისა და ცხოვრების არსის ძიებაა.
14,30 ₾17,90 ₾
მარაგში