• 4+

მონტესორი 4 წლიდან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობები 4 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს სამყაროს ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოჩენაში დაეხმარება.

  • რვეულის პირველ ნაწილში ბავშვი თამაშ-თამაშით შეისწავლის ცოცხალ სამყაროს, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის აგებულებას; მცენარის სასიცოცხლო ციკლს; ყოვლისმჭამელი ცხოველების კვებით რაციონს.
  • რვეულის მეორე ნაწილში ბავშვი დედამიწისა და სამყაროს გასაცნობად მთელ მსოფლიოსა და კოსმოსში „იმოგზაურებს“.
  • აქტივობები მონტესორის მიერ შემუშავებულ პროგრესირებადი პედაგოგიკის საფუძვლებს ემყარება.
  • რვეულს თან ერთვის ბარათები ადამიანის სხეულის ნაწილების, მცენარეებისა და ცხოველების გამოსახულებით, გეოგრაფიული რუკები და სხვა.

ასევე:

  • რუბრიკა „იცი თუ არა?“ – პასუხები ცნობისმოყვარე ბავშვის შეკითხვებზე
  • ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან დასახატი მასალა
  • რჩევები სამყაროს უკეთ გასაცნობად
მარაგშია

15,90 

16 ქულა

მარაგში

  • 2023
  • 144
  • 215 X 285
  • 9789941372681
  • რბილი