მათემატიკა 4

მოსწავლის წიგნი

მათემატიკა 4 მოსწავლის წიგნი მოიცავს ყველა საკითხს, რომელიც წინა კლასებში შეისწავლებოდა. მათემატიკის მეოთხე კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ამოცანა.

ამოცანების შინაარსი მარტივი და მოსწავლეებისთვის ადვილად გასაგები ლექსიკით არის გადმოცემული.

ამოცანის პირობის გასააზრებლად, ხშირ შემთხვევაში, ნიმუშად მოცემულია სქემები, რაც მოსწავლეებს უადვილებს ამოცანის ამოხსნას.

წიგნში დამატებითი ამოცანების სახით შეტანილია ლოგიკური ამოცანებიც.

მოსწავლეთა უმრავლესობას უყვარს ამგვარ სააზროვნო ამოცანებთან ჭიდილი.

ყველა თემას ახლავს ბევრი და მრავალფეროვანი სავარჯიშო. ეს მასწავლებელს საშუალებას აძლევს კლასში ამოხსნილი სავარჯიშოების მსგავსი შეარჩიოს და ცოდნის განსამტკიცებლად, დამოუკიდებლად სამუშაოდ მისცეს მოსწავლეს.

მნიშვნელოვანია, რომ სავარჯიშოებისა და ამოცანების ამოხსნისას მოსწავლე საჭიროებს ყველა იმ უნარის გამოყენებას, რომელიც მანამდე განივითარა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მოსწავლის რვეული

მათემატიკა 4 მოსწავლის რვეული შეიქმნა მათემატიკის გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორების მიერ.

რვეულის სავარჯიშოები თანმიმდევრობით მიჰყვება მოსწავლის წიგნის პარაგრაფებს და გათვლილია როგორც კლასში, ისე სახლში სამუშაოდ.

შესაბამისად, რვეულების გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი მასალის განმტკიცებისას, ისე მოგვიანებით, განვლილი მასალის გასამეორებლად.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მასწავლებლის წიგნი

მათემატიკა 4 მასწავლებლის წიგნი მიმოიხილავს სახელმძღვანელოს კომპონენტებს და მასში მოცემულია:

  • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მათემატიკის პროგრამა;
  • წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები;
  • სტანდარტის შედეგის მიღწევისა და სახელმძღვანელოს შინაარსის ურთიერთკავშირის მატრიცა;
  • პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და მეთოდური მითითებები.

მასწავლებლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ბოლო, ყველაზე მოზრდილ ნაწილში, მოცემულია გაკვეთილების სცენარები. თითოეულ გაკვეთილს აქვს სათაური, რომელიც მოსწავლის წიგნის შესაბამისი პარაგრაფის სათაურს ემთხვევა. გამონაკლისია რამდენიმე გაკვეთილი, რომელიც მთლიანად კლასში საგნებით მუშაობაზეა ორიენტირებული და წიგნის პარაგრაფი არ შეესაბამება. მასწავლებლის წიგნში დეტალურადაა აღწერილი 1-ლი თავის ყველა გაკვეთილი და დანარჩენი თავების ყველა მნიშვნელოვანი გაკვეთილი.

ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ

მარაგშია

7,00 10,00 

7-10 ქულა
  • 2018
  • 64-96
  • რბილი
  • 19.50 X 27.50
  • 9789941300318; 9789941301117; 9789941301643; 9789941300325
  • მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი ნაწ. 1, მოსწავლის წიგნი ნაწ. 2