ფასდაკლება!

ლოლიტა

ნაბოკოვის ნაწარმოებებს შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია „ლოლიტას“. კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ მას, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებს.

„ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება“ – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს. წიგნი ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია. თუმცა სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი „ჭკუამხიარული“ ამერიკის შეჯახებაა დახატული.

„ლოლიტა“ სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონიური აღწერით.

ვლადიმირ ნაბოკოვი – XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული და სკანდალური მწერალი – რუსეთის იმპერიაში, სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. 1919 წელს მწერლის არისტოკრატული ოჯახი ემიგრაციაში წავიდა; ინგლისსა და გერმანიაში ახალგაზრდა ნაბოკოვი პოეტ-ნოველისტად გაიცნეს.

მეორე მსოფლიო ომამდე მწერალი პარიზშიც ცხოვრობდა, იქიდან კი გერმანულ ჯარებს გაექცა აშშ-ში, სადაც დაიწყო მისი, როგორც პროზაიკოსის აღმასვლა. გარდა მწერლობისა, ნაბოკოვი ლეპიდოპტერიისა და ჭადრაკის საფუძვლიანი მცოდნეც იყო.

მარაგშია
ფასდაკლება

13,50 16,90 

მარაგში

  • 2022
  • 494
  • 13.00 X 19.50
  • 9789941370250
  • რბილი
  • რომანი