კურდღელი და ლომი

“ბოროტი ლომისგან შეშინებული ცხოველების დახმარება ჭკვიანმა კურდღელმა გადაწყვიტა. ძველი ბერძენი მეიგავის, ეზოპეს აზრით, თუ ჭკუა გიჭრის და მოხერხება არ გაკლია, ძლიერი და სასტიკი მეფის დამარცხებაც არ გაგიჭირდება.

სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ განკუთვნილია დამწყები მკითხველებისთვის, რომლებმაც ახლა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯები ამ გზაზე. ტექსტები მარტივი, ნაცნობი ლექსიკითაა შედგენილი, წინადადებები მოკლეა, რამდენიმემარცვლიანი სიტყვები ხშირად მეორდება, რაც ჯერაც გამოუცდელ მკითხველს გაუადვილებს უკვე ნაცნობი სიტყვის ამოკითხვას და თავდაჯერებულობას შეჰმატებს მას. ყოველი მომდევნო საფეხური ოდნავ რთულდება, რაც ეხმარება ბავშვს, ნელ-ნელა დაძლიოს ახალი გამოწვევები და ჩამოყალიბდეს გაწაფულ მკითხველად.”

—  მაია ლორთქიფანიძე, დაწყებითი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მარაგშია

  • 2025
  • 32
  • 13.00 X 19.60
  • 9789941376320
  • მაგარი
  • II