კომპლექტი: “დაკარგული ქალაქის” ტრილოგია
“დაკარგული ქალაქის” ტრილოგია კობო აბეს სამ რომანს აერთიანებს. იაპონური ლიტერატურის ნაკრებში მკითხველი ადამიანის სულის უძირო სამყაროს ესტუმრება, ქვიშაში ჩაფლულ სოფელს გაივლის და ბოლოს იდუმალებით მოცულ ლაბირინთში შეეცდება გზის გაგნებას. კობო აბეს რომანის ჟანრის ლიტერატურა სავსეა მისტიკური და დეტექტიური ელემენტებით.
ქალი ქვიშაში
„ქალი ქვიშაში“, კობო აბეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.
მის მიხედვით რეჟისორმა ჰიროში ტეშიგაჰარამ 60-იან წლებში ფილმიც გადაიღო. რომანის მარტოსული გმირი, ქვიშაში ჩაფლულ სოფელში „დატყვევებული“
უბრალო მწერების შემგროვებელი ბედს არ ურიგდება და ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველანაირი ხერხით ცდილობს, რათა ნორმალურ ცხოვრებას და საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს.
ცნობილი იაპონელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, კობო აბეს ნამდვილი სახელი და გვარია აბე კიმიფუსა.
ის დაიბადა 1924 წელს ტოკიოში. ბავშვობა მანჯურიაში გაატარა და ლექსების წერაც მცირე ასაკში მანჯურიაშივე დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კვლავ ტოკიოში დაბრუნდა და იქვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1992 წელს).
კობო აბეს სახელთან დაკავშირებულია XX საუკუნის 50-იანი წლების იაპონური ხელოვნების აღმავლობა.
მისი შემოქმედების ძირითადი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, გაუცხოება, სულიერი მარტოობის პრობლემა და თანამედროვე
მსოფლიოში ადამიანის თვითდამკვიდრების მცდელობა. სწორედ ამ თემებზე ააგო მან რომანები: „ქალი ქვიშაში“, „კედელი“, „სხვისი სახე“, „ადამიანი-ყუთი“...
მარაგში
სხვისი სახე
შეუძლია ადამიანს სახის გარეშე არსებობა? შეიცავს სახე რაღაც შეუცვლელს და იმდენად ფასეულს, რომ უმისოდ ადამიანი საკუთარ თავსაც კარგავს?
ეს ერთადერთი კითხვა არ არის, რომელსაც კობო აბე მკითხველის და ალბათ საკუთარი თავის წინაშეც სვამს წიგნში „სხვისი სახე“.
ამ რომანში მწერალს მკითხველი შეჰყავს ადამიანის სულის უძირო სამყაროში; სამყაროში, სადაც ბურუსი და უაზრო ქაოსი მეფობს. ძალიან ძნელია ამ დახლართულ და იდუმალ ლაბირინთში ხეტიალი და იქიდან გამოსავლის პოვნა.
ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ადამიანები ერთთავად ნიღბით დადიან. ხანდახან საკუთარ რეალურ სახესთან პირისპირ დარჩენისაც ეშინიათ. დროდადრო კი ისეც ხდება, რომ ეს გამოგონილი სახე-ნიღაბი დამოუკიდებელ არსებობას იწყებს.
კობო აბე ჩვეული ოსტატობით აშიშვლებს ნიღბებისა და რეალური სახეების ამ მასკარადს და ყველაფერს, რის დამალვასაც ადამიანები ყველანაირად ვცდილობთ.
მარაგში
დამწვარი რუკა
1967 წელს გამოქვეყნებული რომანი „დამწვარი რუკა“ იაპონელი მწერლის, კობო აბეს, დანარჩენ ორ რომანთან – „ქალი ქვიშაში“ და „სხვისი სახე“ – ერთად ითვლება „გაუჩინარების“ ტრილოგიის ნაწილად. კობო აბეს აღნიშნულ ნაწარმოებს ხშირად მიაკუთვნებენ დეტექტიური ფანტასტიკის ჟანრს.
კობო აბე ამბობდა, რომ რომანის „ქალი ქვიშაში“ მთავარი გმირია „ადამიანი, რომელიც გარბის“, ხოლო „დამწვარ რუკაში“ პირიქით, მთავარი პერსონაჟი, კერძო საგამოძიებო სააგენტოს დეტექტივი, არის „ადამიანი, რომელიც კვალში უდგას“. მწერლის სიტყვებით, „ქალაქის ლაბირინთში... (რომელიც უდაბნოა, და ამ უდაბნოში მხოლოდ სხვები არსებობენ) დეტექტივი თანდათან კარგავს საკუთარ თავს. ესაა ქალაქის საუკუნე, როდესაც უკვე შეუძლებელია რაიმეს გაექცე; ისღა დაგრჩენია, საკუთარი რუკა დაწვა და სხვა უდაბნოში ამოყო თავი...“
უეცრად გამქრალი ბიზნესმენის ძებნაში დეტექტივი უცნაური მოვლენების მოწმე ხდება; ბოლოს თავადაც კარგავს მეხსიერებას და უჩინარდება. გამოძიებისთვის საჭირო მინიშნებების ძიებაში ქუჩების ლაბირინთებში დეტექტივის ხეტიალის პარალელურად მწერალი თანამედროვე ქალაქის მცხოვრებთა ადამიანურ ურთიერთობებსაც აღწერს.
მარაგში
Original price was: 48,70 ₾.36,54 ₾Current price is: 36,54 ₾.