კომპლექტი: ასტრიდ ლინდგრენის სათავგადასავლო წიგნები
ამ კომპლექტში თავმოყრილია მსოფლიოში აღიარებული შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ორი გამორჩეული ნაწარმოები სერიიდან „მოსწავლის ბიბლიოთეკა“. ეს წიგნები პატარა მკითხველს დაუვიწყარ თავგადასავლებსა და მხიარულ ამბებს ჰპირდება.
„ემილის თავგადასავალი“ – გაიცანით ლენებერგელი ემილი, მხიარული და ონავარი ბიჭუნა, რომელიც მუდამ ფათერაკებში ეხვევა: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხან ხურდა ფულს გადაყლაპავს, ხანაც დაიკო იდას ლურჯად შეღებავს. მიუხედავად მოუსვენარი ხასიათისა და ხშირი დასჯისა, ემილი ძალიან გულკეთილია და ყოველთვის მზად არის სხვების დასახმარებლად.
„ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ – პატარა ლოტა სინამდვილეში მექოთნეების ქუჩაზე ცხოვრობს, რომელსაც მამა, შვილების გამო, „აურზაურის ქუჩას“ ეძახის. ლოტა ჯიუტი და ონავარი გოგოა, რომელიც ჯერ სკოლაშიც არ დადის, მაგრამ უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებაზე ოცნებობს და საცხოვრებელ ბინასაც კი პოულობს.
კომპლექტში წიგნები მოცემულია ფასდაკლებით.
ლოტა აურზაურის ქუჩიდან
პატარა ლოტა თავის და-ძმასთან და მშობლებთან ერთად სინამდვილეში აურზაურის კი არა, მექოთნეების ქუჩაზე ცხოვრობს. ამ ქუჩას ასე ლოტას მამა ეძახის, რადგან მიაჩნია, რომ თავისი შვილების გამო აქ სულ აურზაურია.
ლოტა მართლაც რომ ერთი `აურზაურა~ გოგოა – ჯერ სკოლაშიც არ დადის, მაგრამ უკვე მარტო ცხოვრებაზე ფიქრობს და ბინასაც კი პოულობს.
გაიცანით ჯიუტი და ონავარი ლოტა, რომელიც ხშირად და-ძმასაც და დედიკოსაც აბრაზებს, მაგრამ მაინც ძალიან გულკეთილი და საყვარელი გოგოა.
მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.
მარაგში
ემილის თავგადასავალი
ლენებერგელი ემილი – ასე ჰქვია ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს. ეს მხიარული, ონავარი ბიჭუნა მუდამ ფათერაკებში ეხვევა: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხან ხურდა ფულს გადაყლაპავს, ხან დაიკო იდას შეღებავს ლურჯად; მის დაგებულ მახეში კი თაგვის ნაცვლად მამა გაებმება.
თავისი სიცელქის გამო მშობლები ბიჭუნას თითქმის ყოველდღე დასასჯელად ფარდულში გამოკეტავენ ხოლმე. ჩვენი ემილი ძალიან მოუსვენარია, მაგრამ გული კეთილი აქვს და ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს.
მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
მარაგში
Original price was: 22,80 ₾.15,91 ₾Current price is: 15,91 ₾.


