ხელოვნება 8

ხელოვნება 8 მასწავლებლის წიგნი აგრძელებს მე-7 კლასის სახელმძღვანელოს შინაარსობრივ ხაზს და ქრონოლოგიურად წარმოადგენს სახვითი ხელოვნების ისტორიის საკვანძო ეტაპებსა და ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს. მე-7 კლასის სახელმძღვანელომ მოიცვა ძველი სამყაროს ხელოვნება, მე-8 კლასის მასალა კი განიხილავს შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანას. ცხადია, სახელმძღვანელო არ იფარგლება მხოლოდ ამ პერიოდით. ვსაუბრობთ სხვადასხვა ეპოქის ევროპულ და აღმოსავლურ ხელოვნებაზე, მაგრამ უფრო ღრმად აქცენტს შუა საუკუნეებსა და აღორძინების ეპოქაზე ვაკეთებთ.

მასალა გაერთიანებულია ეროვნული სტანდარტით გათვალისწინებული სამი თემატური ბლოკის – „საზოგადოება და ხელოვნება“, „ადამიანი ხელოვნებაში“, „გარემო და ხელოვნება“ – ფარგლებში.

სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, მოსწავლეებმა დაინახონ, რომ ხელოვნება მუდმივად ასახავს ეპოქის სათქმელს. გააცნობიერონ, რატომ იყო ხელოვნება ასეთი ამა თუ იმ ეპოქასა თუ ქვეყანაში, როგორ და რა ხერხებით გამოხატავდა ხელოვანი თავის შეხედულებებსა თუ გრძნობებს.

უფრო დეტალურად სახელმძღვანელოს შესახებ ნახეთ ვიდეო:

 

მარაგშია

12,00 

12 ქულა
  • 2020
  • 120-199
  • რბილი
  • 19.50 x 27.50
  • 9789941306112; 9789941306129