- 2025
- 64
- 13.00 X 19.60
- 9789941376467
- მაგარი
- VI
- 5+
- მალე
იასონი და ოქროს საწმისი
“ბიძის ბრძანებით, ჭაბუკი იასონი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა კუთვნილ სამეფო ტახტს, თუ მშობლიურ საბერძნეთში შორეული კოლხეთიდან ოქროს საწმისს ჩაიტანდა. იასონმა და მისმა მეგობრებმა დიდი გზა და არაერთი ხიფათი გაიარეს, რომ დავალება წარმატებით შეესრულებინათ; ეს კი შეუძლებელი იქნებოდა კოლხეთის მეფის ასულის დახმარების გარეშე.
სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ განკუთვნილია დამწყები მკითხველებისთვის, რომლებმაც ახლა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯები ამ გზაზე. ტექსტები მარტივი, ნაცნობი ლექსიკითაა შედგენილი, წინადადებები მოკლეა, რამდენიმემარცვლიანი სიტყვები ხშირად მეორდება, რაც ჯერაც გამოუცდელ მკითხველს გაუადვილებს უკვე ნაცნობი სიტყვის ამოკითხვას და თავდაჯერებულობას შეჰმატებს მას. ყოველი მომდევნო საფეხური ოდნავ რთულდება, რაც ეხმარება ბავშვს, ნელ-ნელა დაძლიოს ახალი გამოწვევები და ჩამოყალიბდეს გაწაფულ მკითხველად.”
— მაია ლორთქიფანიძე, დაწყებითი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი