გოგონა და სამი დათვი

“ერთი პატარა გოგონა ხშირად ონავრობდა და მშობლების შენიშვნებს არად აგდებდა. ერთ დღეს კი ტყეში გაიპარა და არც მეტი, არც ნაკლები, დათვების სახლს გადააწყდა. დათვების ოჯახთან შეხვედრა კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა მისთვის – ისწავლა, რომ მშობლებს თუ არ დაუჯერებ, ხიფათს გადაეყრები.

სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ განკუთვნილია დამწყები მკითხველებისთვის, რომლებმაც ახლა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯები ამ გზაზე. ტექსტები მარტივი, ნაცნობი ლექსიკითაა შედგენილი, წინადადებები მოკლეა, რამდენიმემარცვლიანი სიტყვები ხშირად მეორდება, რაც ჯერაც გამოუცდელ მკითხველს გაუადვილებს უკვე ნაცნობი სიტყვის ამოკითხვას და თავდაჯერებულობას შეჰმატებს მას.  ყოველი მომდევნო საფეხური ოდნავ რთულდება, რაც ეხმარება ბავშვს, ნელ-ნელა დაძლიოს ახალი გამოწვევები და ჩამოყალიბდეს გაწაფულ მკითხველად.”

—  მაია ლორთქიფანიძე,  დაწყებითი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მარაგშია

  • 2025
  • 48
  • 13.00 X 19.60
  • 9789941376399
  • მაგარი
  • IV