- 2022
- 169
- 13.00 X 19.50
- 9789941309694
- რბილი
- ბიოგრაფიული, მცირე რომანი
დაღმამავალი
თომას ბერნჰარდის რომანის მთხრობელი „საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ვირტუოზი შემსრულებლის“, კანადელი პიანისტის გლენ გულდის შესახებ წერს თხზულებას, როდესაც ატყობინებენ, რომ მათმა საერთო მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გლენ გულდი, ვერთჰაიმერი და მთხრობელი ერთად სწავლობდნენ ჰოროვიცთან ზალცბურგის მოცარტეუმში. გულდის ზებუნებრივმა გენიამ განსაზღვრა დანარჩენი ორი მეგობრის მომავალი – პიანისტობას თავი დაანებეს და ერთი „მსოფლმხედველობრივ შემოქმედად“ ჩამოყალიბდა, მეორე კი ეგზისტენციალურმა დეპრესიამ მოიცვა. რაც უფრო მეტს ფიქრობს მთხრობელი გლენზე, მით უფრო ხვდება, რომ, სინამდვილეში, დაღმამავალი ვერთჰაიმერის ფენომენის კვლევა უფრო აინტერესებს.
„გლენ გულდიც, ჩვენი მეგობარი და საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ვირტუოზი შემსრულებელი, მხოლოდ ორმოცდათერთმეტი წლისა გახდა-მეთქი, გავიფიქრე სასტუმროში შესვლისას.
ოღონდ მას, ვერთჰაიმერივით, თავი არ მოუკლავს, რომ იტყვიან, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.“
თომას ბერნჰარდი
დაღმამავალი, 1983
9,50 ₾11,90 ₾
მარაგში