- 2024
- 960
- 15.50 X 23.50
- 9789941375156
- რბილი
ჩიტბატონა
„ჩიტბატონა“ – 13 წლის მოზარდი თეო დეკერი დედასთან ერთად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ხელოვნების უდიდეს ნიმუშებს ათვალიერებს. ამ დროს ტერორისტები ბომბს აფეთქებენ. დედა იღუპება, თვითონ კი სასწაულის ძალით გადაურჩება ტერაქტს.
როდესაც აფეთქების შემდეგ გონს მოდის, თავის გვერდით აღმოაჩენს მომაკვდავ მოხუცს, რომელიც აძლევს ბეჭედს და უბარებს, რომ უიშვიათესი სურათი, ძველი ჰოლანდიელი ოსტატის, კარელ ფაბრიციუსის შედევრი „ჩიტბატონა“, მუზეუმიდან გაიტანოს.
მამისგან მიტოვებული თეო, სრულიად მარტოდმარტო, ნიუ-იორკში ხან მდიდარ ოჯახს აფარებს თავს, ხან ავეჯის რესტავრატორსა და ანტიკვარს, რამდენიმე წლის განმავლობაში დაეხეტება ლას-ვეგასსა და ამსტერდამში და ერთადერთ ნუგეშად რჩება მუზეუმიდან მოპარული სურათი, რომელიც წყევლაა, ფსკერისაკენ რომ მიაქანებს, და, ამავე დროს, იმედის სუსტი ძაფიცაა, რომელიც სინათლისკენ ეწევა…
დონა ტარტი (დ. 1963 წ.) ამერიკელი მწერალი და ესეისტია. მისი რომანები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მათგან საუკეთესო, „ჩიტბატონა“, 2013 წელს გამოქვეყნდა და 2014 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა. იმავე წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ დონა ტარტი „მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ სიაში შეიყვანა. 2019 წელს გამოვიდა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი.
49,90 ₾
მარაგში