- 2018
- 120-204
- რბილი
- 19.50 X 21.50
- 9789941300455; 9789941300837; 9789941301452; 9789941300462
ბუნება 4
მოსწავლის წიგნი
ბუნება 4 მოსწავლის წიგნი მოიცავს სხვადასხვა თემატიკას, რაც სახელმძღვანელოში ძალიან საინტერესოდ არის დალაგებული. გათვალისწინებულია ასაკის შესაბამისი ინტერესები და შესაძლებლობები.
ყოველ თემას ახლავს პრაქტიკული სამუშაო და ცდა, რაც უფრო საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს.
მოსწავლეები კვლევის პროცესში საკუთარი აღმოჩენების ხარჯზე ბევრად კარგად იმახსოვრებენ ინფორმაციას.
სავარჯიშოებში, კითხვების გარდა, მოცემულია შესავსები სქემები. მათი შევსებით მოასწავლეს პრაქტიკულ ჩვევაში გადააქვს ინფორმაციის დახარისხება და ცოდნის ორგანიზება.
ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ
მოსწავლის რვეული
ბუნება 4 მოსწავლის რვეული თანმიმდევრულად მიჰყვება მოსწავლის წიგნის თემებს. რვეული ეხმარება მოსწავლეს თემის უკეთ გააზრებაში, ათვისებასა და დამახსოვრებაში.
რვეულების გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი მასალის განმტკიცებისას, ისე მოგვიანებით, განვლილი მასალის გასამეორებლად.
ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ
მასწავლებლის წიგნი
ბუნება 4 მასწავლებლის წიგნი მიმოიხილავს სახელმძღვანელოს კომპონენტებს და მასში მოცემულია:
- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ბუნების წლიური პროგრამა;
- წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები;
- სტანდარტის შედეგის მიღწევისა და სახელმძღვანელოს შინაარსის ურთიერთკავშირის მატრიცა;
- პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მეთოდური მითითებები და გაკვეთილების სცენარები.
მასწავლებლის წიგნში გაკვეთილების დანომვრა და აღწერა ზუსტად შეესაბამება მოსწავლის სახელმძღვანელოში მოცემული საკითხების (თემების) თანმიმდევრობას, რაც პედაგოგს გაკვეთილების დაგეგმვას გაუადვილებს.
ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ