ფასდაკლება!

Bon voyage, პეტრო!

„ბონ ვოიაჟ, პეტრო“ ტკივილით აღსავსე სიყვარულზე, მეგობრობაზე, ოცნების უკიდეგანო ძალაზე გვიყვება – ძალაზე, რომელიც გამოუვალ სიტუაციებშიც კი ეძლევა ადამიანს, რათა უსამართლობასა და ტკივილთან გამკლავებაში დაეხმაროს.

ამ რომანში საბედისწეროდ იკვეთება ორი ადამიანის – თინის და პეტროს გზები, მათი წარსული და აწმყო, მათი ძველი თუ ახალი სატკივარი…

თინი, რომელსაც შვილი საავადმყოფოში უწევს და ცდილობს, უსაშველო დარდს მარტო გაუმკლავდეს… პეტრო – ფრანგი ბებიის შვილიშვილი, რომელიც თავის ტყუპისცალ პაოლასთან ერთად მთლად დაუცველი დარჩა სასტიკი რეალობის წინაშე, რომელიც 90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და შემდგომი პერიოდის მოვლენების სახით დაატყდა თავს…

წარსულის ტრავმებით დაღდასმულ თინის და პეტროს ბედისწერა მოულოდნელ შეხვედრას უმზადებს, თუმცა მანვე გადახლართა ამ ორი გმირის წარსული და არავინ იცის, რომ მათ მომავალსაც ემუქრება.

მარაგშია
ფასდაკლება

9,50 11,90 

მარაგში

  • 2023
  • 164
  • 13X19.5
  • 9789941373657
  • რბილი
  • მცირე რომანი