აღმოსავლეთით

„იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე“ – ვინ არის ამ სტრიქონების ავტორი?

ვინ დაწერა თოთხმეტი ლექსი, რომელსაც „ელენე დარიანის დღიურების“ სახელით ვიცნობთ?

ცნობილმა პოეტმა პაოლო იაშვილმა თუ უცნობმა ქალმა ელენე ბაქრაძემ?

რატომ არასდროს სრულდება დავა ლექსების ავტორის შესახებ?

რისთვის რჩება საიდუმლო საიდუმლოდ?

რატომ დუმდნენ ელენე ბაქრაძე და პაოლო იაშვილი? რატომ არასოდეს დაუჩემებიათ ლექსების ავტორობა?

ირინა, თამთა მელაშვილის რომანის გმირი, ელენე დარიანის საუკუნოვანი საიდუმლოს გახსნას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობა მისივე პირადი ცხოვრებით განპირობებული ინტერპრეტაციაა, ხოლო ალტერნატიული მითი დარიანის შესახებ ჩვენ თვალწინ იბადება.

ეს წიგნი რომანის მეორე გამოცემაა. თამთა მელაშვილი ასევე არის ბესტსელერების „გათვლის“ (2010) და „შაშვი შაშვი მაყვალის“ (2020) ავტორი.

მარაგშია

10,90 

11 ქულა

მარაგში

  • 2022
  • 126
  • 13.00 X 19.50
  • 9789941309311
  • რბილი
  • რომანი