ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენში

მაქს ფრიშის 1979 წელს გამოქვეყნებული ეს პარაბოლა, „ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენში“, ავტორის ერთ-ერთ შედევრად არის აღიარებული.

ბატონი გაიზერი გაფაციცებით აკვირდება შესაძლო კატასტროფის ყველა ნიშანს. უამინდობის გამო ტესინის ხეობა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. მოსალოდნელია, რომ მთელი მთა ჩამოიშლება და სოფელს ქვეშ მოიყოლებს.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.   აქ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე.და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში.უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ.ენაზე პირველად ითარგმნება.

ბატონი გაიზერი ცდილობს, გადაარჩინოს და მეხსიერებას შემოუნახოს კაცობრიობის.მიერ დაგროვილი ცოდნა – ბიბლიაში, ლექსიკონებსა და ისტორიის.სახელმძღვანელოებში თავმოყრილი მნიშვნელოვანი ცნობები; და, ამავე დროს, ჩაიხედოს საკუთარი.ცხოვრების ისტორიაში, თვალი გაუსწოროს სიბერეს, ცნობიერების დაკარგვას, სიკვდილს.

არ არის მარაგში

9,90 

არ არის მარაგში

  • 2019
  • 120
  • 13.00 X 19.50
  • 9789941302961
  • რბილი