უკვე ჩემით ვკითხულობ

ბავშვმა ყველა ასო თუ იცის, სიტყვების ამოკითხვას ახერხებს და მზადაა "წაიკითხოს მთელი წიგნი", სერიით "უკვე ჩემით ვკითხულობ" მისთვის შესაფერის ლიტერატურას იპოვით. სერია მოიცავს 6 საფეხურს და ისეა შედგენილი, რომ მოსწავლე თანდათანობით გადადის მარტივი ტექსტიდან რთულზე. საფეხურიდან საფეხურამდე რთულდება როგორც ლექსიკა, ისე სინტაქსი.