აქტივობები საბავშვო ბაღში

ჩვენი ახალი სასწავლო რესურსები - „აქტივობები საბავშვო ბაღში“ გათვლილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.
ბავშვის განვითარების საფუძველი სწორედ ადრეულ ასაკში ყალიბდება. სწორედ ამიტომ, წიგნების სერია „საბავშვო ბაღში“ შექმნილია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის“ მიხედვით.
სერიაში წარმოდგენილი თემებისა და სავარჯიშოების მრავალფეროვნება ეხმარება ბავშვს:
  • ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში
  • აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაძლიერებაში
  • წიგნიერების მოტივაციისა და სასწავლო ჩვევების ჩამოყალიბებაში
  • მოტორიკისა და სოციალური უნარების განვითარებაში

 

სტანდარტის მიხედვით, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს თავისი მიმართულება აქვს, რაც მშობლებსა და პედაგოგებს ხელს შეუწყობს ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაში. წიგნში შევხვდებით ტექსტებსაც, რომელთა წასაკითხად და გასააზრებლად უფროსის დახმარებაა საჭირო.