თამთა მელაშვილი
დაიბადა 1979 წელს
თამთა მელაშვილი ქართველი მწერალი, მკვლევარი, ლექტორი და ფემინისტი აქტივისტია. თუმცა, უჭირს “მწერლის” იარლიყის მორგება და როგორც თვითონ ამბობს, ტერმინ “ავტორს” უფრო ეპოტინება.
უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების განხრით მიიღო.
ბავშვობიდან წერს, თუმცა, აქტიურად წერა გერმანიაში ერთწლიანი ცხოვრების დროს დაიწყო, როდესაც მოიწყინა და საქართველო მოენატრა.
პირველი ნაწარმოები ვებ-პორტალ lit.ge-ზე გამოაქვეყნა. მოთხრობა ერთი და ორი ამავე პორტალის 2006 წლის კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ ანთოლოგიაში 15 საუკეთესო დაბეჭდა.
2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გენდერული კვლევების მიმართულებით, 2009 წელს კი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი გახდა.
თამთას პირველ რომანს გათვლა (2010) წლის საუკეთესო მოვლენად მოიხსენიებდნენ, რომელმაც ლიტერატურული პრემია საბა (2011) და Deutscher Jugendliteraturpreis (2013) მოიპოვა. გათვლას მოჰყვა აღმოსავლეთით (2015), შაშვი შაშვი მაყვალი (2021) კი თამთას მესამე რომანია, რომელიც მისი სხვა ნაწარმოებების მსგავსად მარგინალიზებული ქალის ხმას გვაგონებს.
მწერლობასა და აქტივიზმს ლექტორობასაც უთავსებს. მისი ლექციების მოსმენა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და
პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს 2012 წლიდან შეუძლიათ.