- 2025
- 48
- 13.00 X 19.60
- 9789941376382
- მაგარი
- IV
- 5+
- მალე
ქალაქელი თაგვი და სოფლელი თაგვი
“ქალაქელი თაგუნა ტიტე და მისი სოფლელი ბიძაშვილი პიპინო რიგრიგობით სტუმრობენ ერთმანეთს. ერთს ხმაურიანი ქალაქი უფრო მოსწონს, მეორეს – მშვიდი სოფლური ცხოვრება. ნეტავ, აზრს ხომ არ შეიცვლიან სტუმრობის მერე?
სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ განკუთვნილია დამწყები მკითხველებისთვის, რომლებმაც ახლა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯები ამ გზაზე. ტექსტები მარტივი, ნაცნობი ლექსიკითაა შედგენილი, წინადადებები მოკლეა, რამდენიმემარცვლიანი სიტყვები ხშირად მეორდება, რაც ჯერაც გამოუცდელ მკითხველს გაუადვილებს უკვე ნაცნობი სიტყვის ამოკითხვას და თავდაჯერებულობას შეჰმატებს მას. ყოველი მომდევნო საფეხური ოდნავ რთულდება, რაც ეხმარება ბავშვს, ნელ-ნელა დაძლიოს ახალი გამოწვევები და ჩამოყალიბდეს გაწაფულ მკითხველად.”
— მაია ლორთქიფანიძე, დაწყებითი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი