- 2024
- 412
- 13.00 X 19.50
- 9789941375453
- რბილი
- მისტიკა, რომანი
ერთი დიდი ტყის მახლობლად
„ერთი დიდი ტყის მახლობლად“ ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო რომანია. მას მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად ევროპელი და ამერიკელი მკითხველისაგან. პირველსავე წელს ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში.
ლეო ვარდიაშვილი ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი ავტორია. ის 90-იან წლებში გადავიდა ლონდონში საცხოვრებლად, მაშინ ლეო 12 წლის იყო.
„ერთი დიდი ტყის მახლობლად“ ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული რომანია. გმირი ბრუნდება სამშობლოში და იწყებს დაკარგული მამის ძიებას. ერთი შეხედვით მარტივ და მძაფრსიუჟეტიან ტექსტს, რომელშიც მთავარი გმირი თითქოს კომპიუტერული თამაშის სხვადასხვა, უფრო და უფრო რთულ დონეზე გადადის, სინამდვილეში საკმაოდ ღრმა სიმბოლურ-ალუზიური დატვირთვა აქვს.
ტაქსისტი ნოდარი, მიუხედავად მისი გამოხატულად ქართული ხასიათისა, „ღვთაებრივი კომედიის“ ვერგილიუსივით მიუძღვება მთავარ გმირს და ეს გზა, ეს ძიება, როგორც ზღაპრისა თუ ტყის მითოსს შეჰფერის, ნელ-ნელა მძაფრდება და მიჰყავს მკითხველი შთამბეჭდავ ფინალამდე, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისა თუ მომავლის საინტერესო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
19,90 ₾
მარაგში