ფასდაკლება!

სიკვდილის წყვეტა

კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს პერიოდი, როდესაც ადამიანებს უკვდავებაზე, სიკვდილზე გამარჯვებაზე, სიკვდილის წყვეტაზე არ ეოცნებათ.

ხდება სასწაული და ეს დღეც დგება. სადღაც ქვესკნელში, ზეცაში თუ აქვე, ჩვენ მეზობლად მცხოვრები სიკვდილი საქმიანობას წყვეტს, აღარავის კლავს, ადამიანებს მარადიულობით ტკბობის საშუალებას აძლევს.

და რაწამს ეს უმთავრესი ბალანსი ირღვევა, მათი ყველა მანკიერება ზედაპირზე ამოტივტივდება, შიში ფარავს სიხარულს, ნადგურდება ყველაფერი, რაზეც კი აქამდე სახელმწიფო იდგა, ხოლო ფრაზა „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ ცარიელ სიტყვებად იქცევა.

ჟოზე სარამაგუს ეს დისტოპიურ-ფილოსოფიური ნაწარმოები ავტორისეული ცნობიერების ნაკადია. უარყოფს პუნქტუაციას, გრამატიკის ნორმებს. უსასრულო წინადადებებითა და აბზაცებით იმ პარალელურ რეალობაში მიგვიძღვება, სადაც ყველაფერი კარგადაა და სადაც ყველაფერი ცუდადაა.

მარაგშია
ფასდაკლება

11,90 14,90 

მარაგში

  • 2023
  • 234
  • 13.00 X 19.50
  • 9789941372889
  • რბილი
  • დრამა, თანამედროვე ლიტერატურა, მისტიკა, რომანი