ფასდაკლება!

ასეთი წვრილმანები

1985 წელია. პატარა ირლანდიური ქალაქი შობის აღნიშვნისათვის ემზადება. დიდი ოჯახის პატრონს, ხუთი ქალიშვილის მამას, ნახშირით მოვაჭრე ბილ ფერლონგს აუარებელი საქმე აქვს – მისთვის ეს ყველაზე დატვირთული სეზონია. დილაადრიან, როცა ის შეკვეთილ საწვავს აბარებს ადგილობრივ ქალთა მონასტერს, ბილი აკეთებს აღმოჩენას, რომელიც მას აიძულებს, დაუპირისპირდეს თავის წარსულსაც და, რაც მთავარია, საყოველთაო მდუმარებას ქალაქში, რომელსაც ადგილობრივი ეკლესია აკონტროლებს.

ირლანდიელი მწერალი, კლერ კიგანი დაიბადა 1968 წელს ირლანდიაში, დიდ რომაულ-კათოლიკურ ოჯახში. იგი 17 წლისა გაემგზავრა ამერიკაში, სადაც სწავლობდა ლოიოლას უნივერსიტეტში. შემდეგ დაბრუნდა და სწავლა გააგრძელა უელსის უნივერსიტეტსა და დუბლინის ტრინიტი კოლეჯში. ამჟამად ცხოვრობს ირლანდიის სოფელში.

მწერალი ავტორია მოთხრობების რამდენიმე კრებულისა. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო. 2021 წელს მან გამოსცა მცირე რომანი „ასეთი წვრილმანები“, რომელიც 2022 წელს ბუკერის პრემიის ნომინანტთა მოკლე სიაში შევიდა.

მარაგშია
ფასდაკლება

8,70 10,90 

მარაგში

  • 2023
  • 98
  • 13.00 X 19.50
  • 9789941372872
  • რბილი
  • რომანი